ეს საოცარი "ჩელსი"

AutoSharing Option
სასაცილოა: შაბათს, „ჩელსიმ“ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის შეფისგან „ფეარ პლეის“ ჯილდო მიიღო და ამ ამბიდან დაახლოებით ერთ საათში ფერნანდო ტორესი მოედნიდან გაუძევეს.

ტორესმა „სუონსის“ მცველ მარკ გოვერისთვის ბურთის ართმევა ვარდნაში, შეტყუპებული ფეხებით სცადა, რისთვისაც დაისაჯა. არადა, როგორც მოგახსენეთ, თამაშის დაწყებამდე ფეხბურთის ასოციაციის თავკაცმა, დეივ რიჩარდსმა „ლურჯები“ დააჯილდოვა.

საქმე ის გახლდათ, რომ გასულ სეზონში „ფეარ პლეის“ რეიტინგში პრემიერლიგის სხვა გუნდებს „ჩელსიმ“ აჯობა. დასავლეთ ლონდონელებს სანაქებო დისციპლინარული მაჩვენებელი ჰქონდათ: მათ ერთადერთხელ მიიღეს წითელი ბარათი, როდესაც „ფულჰემთან“ შეხვედრაში მსაჯმა მიკაელ ესიენი გააძევა. დეივ რიჩარდსმა
თქვა:

„პრემიერლიგა „ფეარ პლეის“ პრინციპებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ჩვენ გვინდა „ჩელსის“ ეს წარმატება მივულოცოთ“.

აღსანიშნავია, რომ „სუონსისთან“ მატჩის პირველ 40 წუთის განმავლობაში „ლურჯები“ ფრიად კორექტულად თამაშობდნენ, მაგრამ ტაიმის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე მსაჯ მაიკ დინს მაინც მოუხდა ჯიბიდან წითელი ბარათის ამოღება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული