„ელ ნინიომ“, რომელმაც პრემიერლიგის ბოლო შეხვედრაში, „სუონსი სიტის“ წინააღმდეგ გოლიც გაიტანა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს მოედნიდანაც გააგდეს, თქვა:
„ლივერპულიდან ლონდონში გადმოსვლის შემდეგ პირველი ნახევარი წელიწადი ძალიან ძნელი მქონდა. ამასთან, გულშემატკივართა თანადგომა ერთი წუთით არ მომკლებია. „ჩელსისთან“ კონტრაქტის გაფორმების პირველი დღიდან დღემდე, საკმარისია ფანებს შევხვდე ქუჩაში ან კაფეში, რომ ვხედავ, მხარში რამხელა
„სტემფორდ ბრიჯზე“, პირველი ოთხი თვის განმავლობაში ტორესმა მხოლოდ ერთი გოლის შეგდება მოახერხა, თუმცა ბოლო დროს, თითქოს, ყველაფერი კარგად მიდის - ესპანელმა ზედიზედ ორ თამაშში გაიტანა. ტორესმა დასძინა:
„ძალიან მიხარია გოლების გატანა რომ დავიწყე. ეს, უპირველეს ყოვლისა ფანების გულს ახარებს. როდესაც პირველივე დღიდან ყველაფერი კარგად მიდის, გოლები გაგაქვს და წარმატებას აღწევ, გულშემატკივრისთვის შენი შეყვარება და მხარდაჭერა ძალიან ადვილია. ჩემს შემთხვევაში ასე არ იყო. ქომაგებმა დიდსულოვნება გამოამჟღავნეს“.
ტორესი ამბობს, რომ ის მხარდაჭერას განსაკუთრებით მაშინ გრძნობს, როდესაც შინიდან სტადიონისკენ მიდის ან პირიქით, სტემფორდ ბრიჯიდან“ შინ ბრუნდება. საქმე ის გახლავთ, რომ ესპანელმა, ლონდონში, სახლი „ჩელსის“ სტადიონთან ახლოს შეიძინა. ის ამბობს:
„ინგლისში, განსაკუთრებით კი „ჩელსიში“ თამაში ესპანეთში თამაშისგან ძალიან განსხვავდება. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ხალხისთვის თამაშობ და გრძნობ, რომ ისინი ამას გიფასებენ. მე სტადიონთან ახლოს ვცხოვრობ და ვხედავ, როგორ ელოდებიან გულშემატკივრები ფეხბურთელების გამოჩენას. ვფიქრობ, მომავალში ჩემი სახლიდან გამოსვლა უფრო და უფრო ძნელი იქნება“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"