მას მერე, რაც გონი დაკარგა ჩეხი სასწრაფოდ გააქანეს საავადმყოფოში, სადაც ის ნევროლოგებმა გასინჯეს. ინციდენტმა ფეხბურთელს ის საშინელი პერიოდი გაახსენა, როდესაც 2006 წლის ოქტომბერში, „რედინგის“ სტივენ ჰანტთან შეჯახების შემდეგ რთული ოპერაციის გადატანა მოუხდა და მას მერე თავის დამცავი ქუდით
ჩეხმა თქვა: „ზუსტად ისეთი რამ მომივიდა მოკრივეებს მარჯვენა ჰუკის დროს რომ მოსდით. ტვინი შექანდა. ვფიქრობ, გამიმართლა ქუდი რომ მეხურა. დარტყმა, ძირითადად, სწორედ ქუდმა მიიღო და ამიტომაც, ფიზიოთერაპიის შემდეგ კარგად გავხდი. ის კი არა, პირველი ტაიმის ბოლო ორი წუთის განმავლობაში მოედანზე დაბრუნება და თამაშიც კი შევძელი. სამაგიეროდ, შესვენებისას, გასახდელში შესულმა ვიგრძენი, რომ რაღაც ვერ იყო კარგად. რომ დავჯექი, ვიგრძენი, რომ ვეღარ ვდგებოდი. შემდეგ მხედველობა გამიუარესდა და გარშემო სივრცის შეგრძნება დავკარგე. თამაშის გაგრძელებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო.
გასახდელიდან პირდაპირ საავადმყოფოში გამაქანეს, სადაც სკანირება ჩამიტარეს. მე ისეთი ავადმყოფობის ისტორია მაქვს, რომ ექიმები, რასაკვირველია ვალდებულნი იყვნენ შეემოწმებინათ თავის ქალის ქვეშ ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. მეორე დილით თავი მტკიოდა, მაგრამ პარასკევს უკვე ვივარჯიშე, ხოლო შაბათს „სუონსის“ წინააღმდეგ ვითამაშე კიდეც“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"