ბარტონი ამბობს, რომ დღეს იგი ჩინებულ ფორმაშია, ასე ძლიერად თავი არასდროს უგრძვნია.
მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტის" ყოფილ ნახევარმცველს "ტვიტერში" მოღვაწეობა უყვარს. სოციალურ ქსელში ის თავისუფლად გამოთქვამს სხვადასხვა მოსაზრებებს და, გემახსოვრებათ, რომ "ნიუკასლის" შეფებთანაც სწორედ "ტვიტერის" გამო დაეძაბა ურთიერთობა.
დღეს, "სოციალურ ქსელთა ფილოსოფოსი" (როგორც ინგლისურ
ბარტონი ამბობს: "ვფიქრობ, ფეხბურთს სადღაც 38-40 წლამდე ვითამაშებ. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი თამაში სისწრაფესა და ღონეზე არ არის დამოკიდებული. მე ფეხბურთი ვიცი და ბურთს ვაგორებ. ამიტომაც ვარ ასე დარწმუნებული, რომ კარიერას მალე არ დავასრულებ. თუ მომავალში მწვრთნელობას ან მენეჯერობას გადავწყვეტ, ახალ პროფესიას მდიდარი გამოცდილებით შევხვდები.
მე ხომ ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში სხვადასხვა კულტურისა და ფილოსოფიის მქონე ხალხს გავეცანი. ვნახე თამაშისადმი სხვადასხვა დამოკიდებულება. მე ვნახე, როგორ უნდა გააერთიანო სრულიად განსხვავებული საფეხბურთო სკოლისა და ტრადიციების მატარებელი ადამიანები, როგორ უნდა შექმნა მათგან ერთსულოვანი გუნდი. თუ მომავალში საზღვარგარეთ თამაშის საშუალება მომეცემა უარს ნამდვილად არ ვიტყვი. პირიქით, ეს ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას კდევ უფრო გაამდიდრებს".
ბარტონი აგრეთვე იმედოვნებს, რომ 2007 წელს, სტივენ მაკლარენის მწვრთნელობის დროს ჩატარებულ ერთადერთ სანაკრებო თამაშს კიდევ რამდენიმეს შეჰმატებს. ფეხბურთელს კარგად ესმის, რომ საერთაშორისო დონეზე კარიერის აწყობაში ხელი ცუდი ბიჭის რეპუტაციამ შეუშალა, თუმცა იმედოვნებს, რომ ფაბიო კაპელო მის კარგ თამაშს შეამჩნევს და გამოიძახებს.
"ინგლისის ნაკრების ფორმის კიდევ ერთხელ მორგება დიდებული იქნებოდა. მართლა შესანიშნავ ფორმაში ვარ და საკუთარი ფეხბურთი მსიამოვნებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"