მოგეხსენებათ, ფორვარდს, რომელმაც ბოლო ტურში, ჩრდილოლონდონელთა შემადგენლობაში თავისი მეასე გოლი გაიტანა და ამ სეზონში გუნდის კაპიტნადაც დანიშნეს, მოქმედი ხელშეკრულების თანახმად "ემირეით სთედიუმზე" კიდევ ორი წელიწადის გატარება მართებს.
ეს ამბავი "არსენალის" ფრანგ თავკაც არსენ ვენგერს ამშვიდებს, თუმცა ფეხბურთელი პირობას არ დებს, რომ მომავალშიც "მეთოფე" იქნება. ასეთი რამ კი კლუბს, რომელმაც გასულ ზაფხულს ორი წამყვანი ფეხბურთელი, სესკ ფაბრეგასი და სამირ ნასრი
"მოდი, პატივი ვცეთ ვან პერსის კონტრაქტს, სადაც წერია, რომ ის "არსენალში" კიდევ ორ წელიწადს დარჩება. ორი წელიწადი ფეხბურთში ძალიან, ძალიან დიდი დროა - თქვა ვენგერმა - ჩვენი მხრივ, კლუბის წარმომადგენლებს ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს, ასე რომ საპანიკო არაფერია. დღეს, ხმაურის ატეხვა იმის გამო, რომ ვან პერსი ორი წლის შემდგომ გეგმაზე ვერაფერს ამბობს, სწორი არ არის.
რაც შეეხება ჰოლანდიელის თამაშს, გეტყვით, რომ მე მისგან ყოველთვის მაღალი დონის ფეხბურთს ველოდები და ისიც იმედს მიმართლებს. რობინი თანაგუნდელებს შესანიშნავად უგებს, მათთან მოედანზეც შეწყობილია და მოედნის მიღმაც.
დახედეთ სტატისტიკურ მონაცემებს: ვან პერსიმ 26 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა. არ დაგიმალავთ, მე რობინ ვან პერსისგან ძალიან ბევრს ვითხოვ და მიხარია, რომ ის ჩემს მოთხოვნას გაგებით ეკიდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"