ფრენკი კიდევ გაბრწყინდება

AutoSharing Option
"ჩელსის" ახალი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში ამბობს, რომ ფრენკ ლემპარდი მომდევნო წლებში ვარსკვლავურ ფეხბურთს ითამაშებს.

საინტერესო ფაქტია: ვილაშ-ბოაში და ლემპარდი ტოლები არიან. რაც შეეხება პორტუგალიელი თავკაცის ნათქვამს, მისი ლაიტმოტივი გასაგებია - ვილაშ-ბოაში გუნდში სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობს. ბოლო ხანს დაირხა ხმები, რომ ის ლემპარდს განზრახ ავიწროვებს და მიზნად მისი გუნდიდან გაგდება აქვს დასახული.

"ფრენკი დიდებული ფეხბურთელია, - თქვა მწვრთნელმა "ვალენსიასთან" გუშინდელი შეხვედრის წინ, - ის ფასდაუდებელია, როგორც "ჩელსისთვის" ასევე ინგლისის ნაკრებისთვის და სანამ მე "სტემფორდ ბრიჯზე" ვმუშაობ, ითამაშებს და გაიბრწყენს კიდეც. უმაღლესი
დონის ფეხბურთელი, რასაკვირველია, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ძალაც იქნება".

ინგლისში ხმები დაირხა, რომ გასულ შაბათს, "ჩელსის" მიერ "სუონსის" 4:1 ძლევის დღეს, ლემპარდი "ლურჯების" სათადარიგოთა სკამიდან გაბრაზებული გაიქცა. ამ ხმებს ვილაშ-ბოაში კატეგორიულად უარყოფს:

"წარმოუდგენელი ზღაპრები გაავრცელეს. ამაზე ლაპარაკიც კი არ ღირს, რადგან სიმართლის მარცვალსაც კი არ შეიცავს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული