საინტერესო ფაქტია: ვილაშ-ბოაში და ლემპარდი ტოლები არიან. რაც შეეხება პორტუგალიელი თავკაცის ნათქვამს, მისი ლაიტმოტივი გასაგებია - ვილაშ-ბოაში გუნდში სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობს. ბოლო ხანს დაირხა ხმები, რომ ის ლემპარდს განზრახ ავიწროვებს და მიზნად მისი გუნდიდან გაგდება აქვს დასახული.
"ფრენკი დიდებული ფეხბურთელია, - თქვა მწვრთნელმა "ვალენსიასთან" გუშინდელი შეხვედრის წინ, - ის ფასდაუდებელია, როგორც "ჩელსისთვის" ასევე ინგლისის ნაკრებისთვის და სანამ მე "სტემფორდ ბრიჯზე" ვმუშაობ, ითამაშებს და გაიბრწყენს კიდეც. უმაღლესი
ინგლისში ხმები დაირხა, რომ გასულ შაბათს, "ჩელსის" მიერ "სუონსის" 4:1 ძლევის დღეს, ლემპარდი "ლურჯების" სათადარიგოთა სკამიდან გაბრაზებული გაიქცა. ამ ხმებს ვილაშ-ბოაში კატეგორიულად უარყოფს:
"წარმოუდგენელი ზღაპრები გაავრცელეს. ამაზე ლაპარაკიც კი არ ღირს, რადგან სიმართლის მარცვალსაც კი არ შეიცავს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"