"რეინჯერსის" თამამი გეგმა

AutoSharing Option
პრემიერლიგაში ახალაღზევებული დასავლეთლონდონური კლუბის, „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ თანამფლობელმა, ამიტ ბატიამ განაცხადა, რომ „რეინჯერსს“ მართლა სურს 36 წლის ვარსკვლავის, დევიდ ბექჰემის დამატება და ნოემბრისთვის კონტრაქტსაც ამზადებს.

საქმე ის გახლავთ, რომ ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტნის ხელშეკრულება ამერიკულ კლუბ „ლოს ანჯელეს გელექსისთან“ სწორედ ნოემბერში დაკარგავს ძალას და ლონდონელთა ახალმა მეპატრონემ, ტონი ფერნანდესმა და მისმა ამფსონმა ბატიამაც გადაწყვიტეს „დიდ სახელს“ გაეთამაშონ. სხვათა შორის, ბატია თავიდან უარყოფდა, რომ „რეინჯერსს“ ბექჰემთან დაკავშირება უნდოდა, მაგრამ ახლა „ფირფიტა ამოატრიალა“:

„თქვენ გაინტერესებთ ბექჰემისთვის წინადადების შესათავაზებლად მზად თუ ვართ? ამ
კითხვაზე მოკლედ გიპასუხებთ: დიახ! ჩვენ დევიდ ბექჰემს „ქუინზ პარკ რეინჯერსში“ გადმოსვლას შევთავაზებთ. მე და ტონი ამ საკითხზე ხშირად ვლაპარაკობთ და მას ან მისი კალიბრის რომელიმე სხვა ფეხბურთელს აშკარად მოვიზიდავთ.

კარგი იქნება თუ ბექჰემი დაგვთანხმდება, თუმცა, არც სხვა დიდ სახელზე ვიტყვით უარს. რასაკვირველია, უნდათ თუ არა „ქუინზ პარკში“ თამაში, მათი გადასაწყვეტი იქნება. კერძოდ ბექჰემს პრემიერლიგაში ახალგადასულ კლუბში თამაში შესაძლოა არ უნდოდეს და თუ მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას გადაწყვეტს, უფრო, ალბათ „ტოტენჰემს“ აირჩევს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული