ბრემბლის ნარკოსექსუალური თავგადასავალი

AutoSharing Option
ჩვენში წლობით ტიტუს ბრამბლად ცნობილი „სანდერლენდის“ 30 წლის ცენტრალური მცველი, ტაიტუს ბრემბლი ოთხშაბათს ღამით ქალაქ მიდლსბროს პოლიციაში დაკითხეს და დილის 6 საათზე თავდებით გამოუშვეს.

მას სექსუალურ ძალადობასა და ეგრეთწოდებული „ა“ კლასის ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა. ფეხბურთელი, რომელმაც ორშაბათს „სანდერლენდისა“ და „ნორვიჩის“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (ნორვიჩელებმა გაიმარჯვეს 2:1) ოთხშაბათს ტისაიდში, იარმის მახლობლად დააკავეს.

ფეხბურთელის გარშემო ატეხილმა სკანდალმა, რასაკვირველია, „სანდერლენდის“ შეფობაც შეაშფოთა და ისინი ბრემბლს გუშინ საგანგებოდ შეხვდნენ. კერძოდ, ლაპარაკია მწვრთნელ სტივ ბრუსსა და თავმჯდომარე ნილ ქუინზე.
კლუბის პრეს-მდივანმა განაცხადა: „ჩვენი კლუბი ცდილობს ბრემბლთან დაკავშირებული საქმის ყველა წვრილმანი გამოიკვლიოს. ამ წუთას მეტს ვერაფერს მოგახსენებთ“.

ფაქტია, რომ ტაიტუს ბრემბლი შაბათს, სანდერლენდში, „ვესტ ბრომვიჩის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მის ადგილს სასტარტო შემადგენლობაში დაიკავებს მაიკლ ტერნერი, ფეხბურთელი, რომელიც აპრილის შემდეგ მუხლის ტრავმის გამო არ უთამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული