ძლიერი ძლიერები და დიდი ანგარიშები

AutoSharing Option
მერსისაიდურ დერბიში "ლივერპულმა" გაიმარჯვა - "ევერტონს" მისსავე მოედანზე, "გუდისონ პარკზე", 2:0 მოუგო.

ამ შეხვედრაში მსაჯმა, მარტინ ატკინსონმა მოედნიდან მასპინძელთა ჩამშლელი ნახევარმცველი ჯეკ როდუელი გააგდო, რამაც მწვრთნელი, დევიდ მოიესი გააბრაზა.

ის დარწმუნებულია, რომ როდუელი "წითლების" ურუგვაელ თავდამსხმელ ლუის სუარესს სულაც არ ეუხეშა. არადა, ატკინსონმა როდუელი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გააძევა მოედნიდან - ყვითელ ბარათზე არც უფიქრია, პირდაპირ წითელი ამოუღო.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ამბავი შეხვედრის 23-ე წუთზე მოხდა. შესვენების შემდეგ ხსენებულმა სუარესმა და ენდი ქეროლმა თითო გოლი გაიტანეს მასპინძელთა კარში.

"მსაჯის გადაწყვეტილებამ თამაში
გააფუჭა - თქვა მოიესმა - საერთოდ, დერბებზე, მათ თანმდევ დაძაბულობასა და უხეშ ორთაბრძოლებზე ხალხი ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი "სუფთად" იყო. გაძევება კი არა, ატკინსონს მხოლოდ ჯარიმა რომ დაენიშნა უკმაყოფილო დავრჩებოდი, ყვითელ ბარათზე კი ვიკითხავდი, ნეტა რატომ აძლევსო. "ლივერპულის" წინააღმდეგ თერთმეტი თერთმეტის წინააღმდეგ რომ თამაშობ, მაშინ არის ძნელი და კაცნაკლუკლებს ხომ ორმაგად გაგვიჭირდა".

შეგახსენებთ, რომ მოიესსა და მსაჯ ატკინსონს ადრეც მოსვლიათ კონფლიქტი: ერთი წლის წინ, "ევერტონისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" 3:3 დამთავრებული შეხვედრის შემდეგ მერსისაიდელთა მწვრთნელმა ატკინსონის გადაწყვეტილებები ემოციურად გააპროტესტა, რისთვისაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ 8 ათასი ფუნტით დააჯარიმა.

იმას, რომ მისმა გუნდმა უპირატესობა წითელი ბარათის წყალობით მოიპოვა, არც "ლივერპულის" თავკაცი კენი დალგლიში უარყოფს. მან სთქვა:

"გაძევებამდე გუნდებს შორის უმჯობესი და უარესი არ იყო, თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. არის შემთხვევები, როდესაც რიცხობრივი უპირატესობა პირიქით, ცუდ საქმეს გიკეთებს და არის შემთხვევები, როდესაც ამისაგან დიდ ხეირს ნახულობ. ამჯერად, ჩვენ ემოციებს არ ავყევით, ჩვენი საკეთებელი დაჟინებით ვაკეთეთ და გავიმარჯვეთ".

კითხვაზე, იყო თუ არა როდუელი გასაგდები, დალგლიშმა არ უპასუხა: "არ ვიცი. ეპიზოდი არ დამინახავს" - უპასუხა მან.

ამავე შეხვედრის პირველ ტაიმში დირკ კუიტმა ვერ გაიტანა პენალტი, მაგრამ დალგლიშმა მაინც იპოვნა მიზეზი თავისი ფეხბურთელის შესაქებად - ხელის მოცარვამ მასზე ვერ იმოქმედაო.

"ასტონ ვილასა" და "უიგანის" შეხვედრაში მთავარი გმირი გებრიელ აგბონლაჰორი გახლდათ. მან ბირმინგემელთა პირველი გოლი თავად გაიტანა და თან ეს პირველ ტაიმშივე მოახერხა, მეორე კი შესვენების შემდეგ დარენ ბენტს გაატანინა. ანგარიში შეიძლებოდა უფრო დიდიც ყოფილიყო, მაგრამ უიგანელთა მეკარემ, ალი ალ ჰაბსიმ რამდენიმეჯერ საუცხოოდ ითამაშა. "ასტონ ვილა" ჩემპიონატში დაუმარცხებელ სვლას აგრძელებს.

"ბლექბერნმა" "მანჩესტერ სიტისთან" შინ წააგო 4:0. ამ შეხვედრაში ერთი გოლი ედინ ჯეკოს ადგილზე მოთამაშე მარიო ბალოტელიმ გაიტანა. ასე იმიტომ ვამბობთ, რომ შუა კვირაში ისტლენდელებმა მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა წააგეს "ბაიერნთან" 2:0 და იმ შეხვედრაში ჯეკომ მოედნიდან გაყვანის გამო პროტესტი გამოთქვა.

ამის გამო ბოსნიელს შემდეგ ბოდიშის მოხდა დასჭირდა, მაგრამ მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ეს ბოდიში არ იკმარა და "ბლექბერნთან" შეხვედრაში მის ნაცვლად ბალოტელი ათამაშა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, აფრო-იტალიელმა გაამართლა - "სიტიმ" იოლად გაიმარჯვა და "ბაიერნთან" წაგების შემდეგ, როგორც იტყვიან, პირი მოიწმინდა. ანგარიში ადამ ჯონსონმა გახსნა.

ეს გახლდათ ულამაზესი გოლი. მეორე ბალოტელიმ შეაგდო, ბოლოს კი სამირ ნასრიმ და სტეფან სავიჩმა დაამატეს თითო. ამ წაგების შემდეგ, რივერსაიდელთა თავკაც სტივენ კინს ცუდად აქვს საქმე, შეიძლება სამსახურიდან გაუშვან.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" საკლუბო რეკორდი დაამყარა - შინ ზედიზედ 19 შეხვედრაში გაიმარჯვა. სხვა საქმეა, რომ "იუნაიტედისა" და "ნორვიჩის" შეხვედრას არანაირი ინტრიგა არ ახლდა, რადგან სტუმრები თავიდანვე დანებებულები იყვნენ და ინგლისის ჩემპიონმაც ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა. ისე, საგოლე მომენტები სტუმრებსაც ჰქონდათ: ენტონი პილკინგტონმა ძელსაც გაარტყა და ხელსაყრელი სიტუაციიდან მიზანსაც ააცილა.

"სანდერლენდმა" და "ვესტ ბრომვიჩმა" ერთმანეთს ოთხი გოლი გაუტანეს - ყველა პირველ ტაიმში. "შავ კატათაგან" მეორე აჰმედ ელმოჰამადიმ შეაგდო, რაც გუნდის შემადგენლობაში მისი პირველი გოლი გახლდათ.

ელმოჰამადიმ შეხვედრას წერტილი დაუსვა, ანგარიში გაათანაბრა და ქულა გადაარჩინა. აღსანიშნავია, რომ "სთედიუმ ოფ ლაითზე" მაყურებელი მასპინძელთა თავკაცის, სტივ ბრუსის სამსახურიდან გაშვებას ითხოვდა. მატჩის შემდეგ ბრუსმა, როგორც მწვრთნელთა უმრავლესობას სჩვევია, განაცხადა, რომ არსადაც არ მიდის.

"ნიუკასლმა" ვულვერჰემპტონში გაიმარჯვა და ცხრილის ზედა ნაწილში ინარჩუნებს ადგილს. აღსანიშნავია, რომ ამისათვის "კაჭკაჭები" მეკარე ტიმ კრულს უნდა უმადლოდნენ. ერთადერთი, რაც კრულმა ვეღარ შეძლო, 88-ე წუთზე სტივენ ფლეტჩერის დარტყმის მოგერიება იყო. "ვულვერჰემპტონმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო.

"ჩელსიმ" ბოლტონში იოლად მოიგო, 5:1. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში სამი გოლი ფრენკ ლემპარდმა გაიტანა - ასეთი პასუხი გასცა ვეტერანმა ნახევარმცველმა ჭორებს, თითქოს გუნდის ახალი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში მას ბოლო შეხვედრებში, სასტარტო შემადგენლობაში იმიტომ აღარ ათამაშებდა, რომ, როგორც ყავლგასულ ფეხბურთელს გუნდიდან გაგდებას უპირებს.

დანარჩენი გოლები გასულ სეზონში "ბოლტონში" გაქირავებულმა და დაფრთიანებულმა დენიელ სტარიჯმა შეაგდო. დასავლეთლონდონელებს ორი გოლის გატანაში მასპინძელთა მეკარე, ადამ ბოგდანი დაეხმარა. მან უხეში შეცდომები დაუშვა.

"ფულჰემს" სეზონის პირველი მოგება მეტად ეფექტური გამოუვიდა - უბნელ "ქუინზ პარკ რეინჯერსს" ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა. ამ საქმეში ლომის წვლილი ენდრიუ ჯონსონის ჰეთ-თრიქმა შეიტანა. ეს გახლდათ მეზობლების პირველი შეხვედრა 2001 წლის შემდეგ. ცნობისათვის: "რეინჯერსს" "ფულჰემისთვის" 1983 წლის შემდეგ არ მოუგია.

პრემიერლიგის უელსური გუნდი, "სუონსი სიტი" შინ დაუმარცხებლად მიდის. სუონსელთა შემადგენლობაში პირველი გოლი კლუბის ისტორიაში უძვირესმა შენაძენმა დენი გრემმა შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე გაიტანა. ანგარიში სკოტ სენკლერმა პენალტით გაიტანა. ეს მისი მეორე თერთმეტმეტრიანი გახლდათ მიმდინარე სეზონში. ხსენებული პენალტი იმიტომ დაინიშნა, რომ რაიან შოუკროსმა, რომელიც პრემიერლიგაში თავის მეასე შეხვედრას ატარებდა, საჯარიმოში უეინ რუტლიჯი წააქცია.

ჩრდილოლონდონურ დერბიში "სფურზს" გამარჯვება განაპირა მცველის, კაილი უოქერის დარტყმამ ან მეკარე ვოიცეხ შჩესნის შეცდომამ მოუტანა.

პოლონელმა გოლკიპერმა დარტყმულს ხელიც კი დაახვედრა, მაგრამ, ვერ შეიმაგრა. ანგარიში "დეზების" ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა გაუტანა, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მან ბურთი მკლავით გააჩერა. "მეთოფეთა" მხრიდან აარონ რემსის შეაგდო. მეტოქეებმა სწრაფი, "ღია" ფეხბურთი ითამაშეს და, როგორც ასეთ დროს ხდება, საგოლე მომენტები ორივე კართან იყო.

ევერტონი-ლივერპული 0:2
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - ჰიბერტი (79. ჰიბერტი), ჯეგიელკა, დისტინი, ბეინესი - კოულმენი (59. დრენტე), ფელაინი, როდუელი, ოსმანი (70. ფ. ნევილი) - ტ. კეჰილი - საა.
ლივერპული (4-4-2): რეინა - კელი, კარაგერი, შკრტელი, ენრიკე - კუიტი, ლუკასი (88. ჰენდერსონი) ადამი (67. ჯერარდი), დაუნინგი (67. ბელამი) - სუარესი, ქეროლი.
გოლები: 0:1 ქეროლი (71), 0:2 სუარესი (82)
ვერ გაიტანა პენალტი: კუიტი (44-ლივერპული)
გაფრთხილება: ტ. კეჰილი - ლუკასი
გაძევება: როდუელი (23-ევერტონი)
კუთხური: 5-9; ჯარიმა: 11-16; კარში დარტყმა: 11-11 (3-7); თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 39 510

ვულვერჰემპტონი-ნიუკასლი 1:2
ვულვერჰემპტონი (4-4-2): ჰენესი - სტირმენი, ჯონსონი, ბერა, უორდი - ჰანტი (58. გუედიოურა), ო"ჰარა, ჰენრი (57. ჰემილი), ჯერვისი - დოილი, ფლეტჩერი.
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სიმპსონი, რ. ტეილორი, კოლოჩინი, ს. ტეილორი - ობერტანი (90. მარვო), კაბაიე (89. გათრი), ტიოტე, ხონასი - ბესტი, ბა (71. ლოვენკრანდსი).
გოლები: 0:1 ბა (17), 0:2 ხონასი (38), 1:2 ფლეტჩერი (88)
გაფრთხილება: ჰენრი - ხონასი, კრული
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 18-9; კარში დარტყმა: 23-10 (9-5); თამაშგარე: 3-8; ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 30 744

სანდერლენდი-ვესტ ბრომვიჩი 2:2
სანდერლენდი (4-4-2): მინოლე - ო"ში, ბრაუნი, ტერნერი, რიჩარდსონი - ელმოჰამადი (82. ჯი), გარდნერი (90. მეილერი), კეტერმოლი (70. კოლბეკი), ლარსონი - სესენიონი, ბენდტნერი.
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - რიდი, მაკოლი, ოლსონი, შორი - ბრანტი, მულუმბუ (74. შარნერი), დორანსი (88. ტომასი), მორისონი - ოდემვინგე, ლონგი.
გოლები: 0:1 მორისონი (4), 0:2 ლონგი (5), 1:2 ბენდტნერი (24), 2:2 ელმოჰამადი (27)
გაფრთხილება: ლარსონი, ელმოჰამადი (ორივე სანდერლენდი)
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 19-14; კარში დარტყმა: 11-6 (6-3); თამაშგარე: 3-2; ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 34 815

მანჩესტერ იუნაიტედი-ნორვიჩი 2:0
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ლინდეგაარდი - ვალენსია, ჯონსი, ევანსი, ევრა - ნანი (64. გიგზი), ფლეტჩერი, ანდერსონი (76. რ. ფერდინანდი), პარკი - რუნი, ერნანდესი (64. უელბეკი).
ნორვიჩი (4-4-1-1): რადი - ნაფტონი, ბერნეტი, ნაფტონი, ტიერნი - ბენეტი (74. ბენეტი), ფოქსი (73. ჯეკსონი), ჯონსონი, პილკინგტონი - ჰულაჰანი (85. მარტინი) - მორისონი.
გოლები: 1:0 ანდერსონი (68), 2:0 უელბეკი (87)
გაფრთხილება: უელბეკი
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 7-15; კარში დარტყმა: 13-11 (4-4); თამაშგარე: 6-1; ბურთის ფლობა: 70%-30%
მაყურებელი: 75 514

ბლექბერნი-მანჩესტერ სიტი 0:4
ბლექბერნი (4-3-3): რობინსონი - ლოუი, სამბა, დანი, ჟივე - პეტროვიჩი, ნზონზი, პედერსენი - გუდვილი (61. ფორმიკა), იაკუბუ, ჰოილეტი.
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ლესკოტი, კოლაროვი - მილნერი, ი. ტურე, სილვა - ჯონსონი (79. სავიჩი), აგუერო (28. ნასრი), ბალოტელი (89. ჯეკო).
გოლები: 0:1 ჯონსონი (57), 0:2 ბალოტელი (59), 0:3 ნასრი (73), 0:4 სავიჩი (87)
გაფრთხილება: ჟივე - საბალეტა
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 15-8; კარში დარტყმა: 7-16 (4-8); თამაშგარე: 0-0; ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 24 760

ასტონ ვილა-უიგანი 2:0
ასტონ ვილა (4-3-3): გივენი - ჰატონი, კოლინზი, დანი, უორნოკი - აირლენდი (57. ჰესკი), დელფი, ს. პეტროვი - ბენანი, ბენტი (74. ნ"ზოგბია), აგბონლაჰორი (86. ვაიმანი).
უიგანი (4-5-1): ალ ჰაბსი - ბოისი, კოლდუელი, ფიგეროა, ვან აანჰოლტი - სტამი (56. მაკარტური), მაკარტი (85. სემონი), უოტსონი, დიამე (71. მელოუნი), მოზესი - დი სანტო.
გოლები: 1:0 აგბონლაჰორი (36), 2:0 ბენტი (62)
გაფრთხილება: კოლდუელი (უიგანი)
კუთხური: 1-6; ჯარიმა: 14-17; კარში დარტყმა: 14-3 (8-1); თამაშგარე: 3-4; ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი:

ბოლტონი-ჩელსი 1:5  [იხილეთ ვიდეო]
ბოლტონი (4-3-3): ბოგდანი - სტეინსონი (46. ნაითი), გ. კეჰილი, ბოიატა, რობინსონი - პრეტლი, რიო-კოკერი, გარდნერი (75. იგლზი) - კ. დევისი, ნ"გოგი (74. თუნჩაი), მ. პეტროვი.
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ბოსინგვა (53. ივანოვიჩი), ლუიზი, ტერი, ე. კოული - რამირესი (56. მიკელი), მეირელეში, ლემპარდი - სტარიჯი, დროგბა, მატა (72. ანელკა).
გოლები: 0:1 სტარიჯი (2), 0:2 ლემპარდი (15), 0:3 სტარიჯი (26), 0:4 ლემპარდი (27), 1:4 ბოიატა (46), 1:5 ლემპარდი (59)
გაფრთხილება: ნ"გოგი - ლუიზი, ტერი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 12-12; კარში დარტყმა: 8-15 (4-9); თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 24 657

ფულჰემი-ქუინზ პარკი 6:0
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - გრიგერა, ბეირდი, ჰანგელანდი, რიისე - დემპსი, მერფი (83. ეტუჰუ), სიდუელი, დემბელე (86. სა) - ა. ჯონსონი (74. რუის გონსალესი), ზამორა.
ქუინზ პარკი (4-5-1): კენი - ორი, ა. ფერდინანდი, ჰოლი, ლ. იანგი - რაიტ-ფილიპსი, დერი (46. კემპბელი), ბარტონი, ფაურლინი, ტაარაბტი (46. სმიტი) - ბოთროიდი (72. მეკი).
გოლები: 1:0 ა. ჯონსონი (2), 2:0 მერფი (20-პენ), 3:0 ა. ჯონსონი (38), 4:0 ა. ჯონსონი (59), 5:0 დემპსი (65), 6:0 ზამორა (74)
გაფრთხილება: სიდუელი, ჰანგელანდი - ჰოლი, ფაურლინი, რაიტ-ფილიპსი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 9-12; კარში დარტყმა: 15-13 (9-5); თამაშგარე: 1-3; ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 23 766

სუონსი-სტოკი 2:0
სუონსი (4-3-3): ვორმი - რანგელი, მონკი, უილიამსი, ნ. ტეილორი - ალენი, რუტლიჯი (66. მური), გოვერი - დაიერი, გრემი (90. ლიტა), სინკლერი.
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილკინსონი, ვუდგეიტი, შოუკროსი, უილსონი (32. ჰუთი) - პენანტი (80. შოტონი), უაიტჰედი, უილენი, დილეპი (55. ჯერომი) - უოლტერსი, კრაუჩი.
გოლები: 1:0 სინკლერი (9-პენ), 2:0 გრემი (85)
გაფრთხილება: გოვერი, ტეილორი, რუტლიჯი - უილენი, უილკინსონი, კრაუჩი, პენანტი, შატონი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 20-17; კარში დარტყმა: 10-10 (4-6); თამაშგარე: 2-2; ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 19 532

ტოტენჰემი-არსენალი 2:1
ტოტენჰემი (4-4-2): ფრიდელი - უოქერი, ქაბული, კინგი, ასუ-ეკოტო - ვან დერ ვაარტი (63. სანდრო), პარკერი (90. ჩორლუკა), მოდრიჩი, ბეილი - ადებაიორი (85. ლივერმორი), დეფო.
არსენალი (4-3-3): შჩესნი - სანია (68. ჯენკინსონი), მერტეზაკერი, სონგი, გიბზი - რემსი, არტეტა, კოქუელინი - უოლკოტი (72. ბენაიუნი), ვან პერსი, ჟერვინიო (77. არშავინი).
გოლები: 1:0 ვან დერ ვაარტი (40), 1:1 რემსი (51), 2:1 უოქერი (73)
გაფრთხილება: ვან დერ ვაარტი, პარკერი - მერტეზაკერი
კუთხური: 9-7; ჯარიმა: 11-18; კარში დარტყმა: 14-11 (6-6); თამაშგარე: 5-1; ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 36 274

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩესტერი 7 6 1 0 24-5 19
2. სიტი 7 6 1 0 23-5 19
3. ჩელსი 7 5 1 1 17-8 16
4. ნიუკასლი 7 4 3 0 9-4 15
5. ლივერპული 7 4 1 2 10-8 13
6. ტოტენჰემი 6 4 0 2 11-10 12
7. ასტონ ვილა 7 2 5 0 9-5 11
8. სტოკ სიტი 7 2 3 2 4-8 9
9. ნორვიჩი 7 2 2 3 7-10 8
10. სუონსი 7 2 2 3 6-9 8
11. ქუინზ პარკი 7 2 2 3 5-13 8
12. ფულჰემი 7 1 4 2 10-7 7
13. ევერტონი 6 2 1 3 6-8 7
14. ვულვზი 7 2 1 4 6-10 7
15. არსენალი 7 2 1 4 10-16 7
16. სანდერლენდი 7 1 3 3 9-8 6
17. ვესტ ბრომვიჩი 7 1 2 4 5-10 5
18. უიგანი 7 1 2 4 5-11 5
19. ბლექბერნი 7 1 1 5 8-17 4
20. ბოლტონი 7 1 0 6 9-21 3

ბომბარდირები
: 9 - რუნი (მანჩესტერი); 8 - აგუერო (სიტი); 6 - ჯეკო (სიტი); 4 - აგბონლაჰორი (ასტონ ვილა), ბა (ნიუკასლი), ლემპარდი (ჩელსი), სუარესი (ლივერპული); 3 - ადებაიორი (ტოტენჰემი), ბესტი (ნიუკასლი), დი სანტო (უიგანი), ფლეტჩერი (ვულვერჰემპტონი), ჯონსონი (ფულჰემი), კლასნიჩი (ბოლტონი), ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), ვან პერსი (არსენალი), ლონგი (ვესტ ბრომვიჩი).

მომდევნო ტური
15 ოქტომბერი: ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი-ასტონ ვილა, ნორვიჩი-სუონსი, ქუინზ პარკი-ბლექბერნი, სტოკი-ფულჰემი, უიგანი-ბოლტონი, ჩელსი-ევერტონი.
16 ოქტომბერი: ვესტ ბრომვიჩი-ვულვერჰემპტონი, არსენალი-სანდერლენდი, ნიუკასლი-ტოტენჰემი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული