არბიტრის ამ გადაწყვეტილების გამო მასპინძელთა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა, რომლის გუნდმაც მეორე ტაიმში ორი გოლი გაუშვა, დიდი პროტესტი გამოთქვა. ის დარწმუნებულია, რომ ატკინსონის შეცდომა რომ არა, "ლივერპული" ვერ მოიგებდა.
მოიესმა თქვა, რომ როდუელი მსაჯს წითელი ბარათით არ უნდა დაესაჯა, მეტიც საერთოდ ჯარიმა არ უნდა დაენიშნა - ყვითელი ბარათიც კი გადაჭარბება იქნებოდაო. საკამათო ეპიზოდის შეფასება
"დევიდ მოიესმა ისიც კი თქვა, რომ მარტინ ატკინსონს "ევერტონისა" და "ლივერპულის" შეხვედრა არ უნდა ემსაჯა. მე ამ მოსაზრებას ვერაფრით გავიზიარებ - დაწერა პოლმა - მერსისაიდური დერბი უმაღლესი დონის შეხვედრაა, ატკინსონი კი ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მსაჯია, რომელსაც როგორც ევროპაში ასევე აქ, სამშობლოში, დიდ პატივს სცემენ.
სხვა საქმეა, რომ ის მართლაც შეცდა, როდესაც ჯეკ როდუელს წითელი ბარათი ამოუღო. ფაქტია: ამ გადაწყვეტილებამ შეხვედრას დაღი დაასვა. ორთაბრძოლა აგრესიული არ ყოფილა და ჩანაწერიდან კარგად ჩანს, რომ ევერტონელი თავის მოძრაობას სრულად აკონტროლებდა. მან ბურთს "სუფთად" გაჰკრა ფეხი.
ამ ეპიზოდში ატკინსონი ახლოს იმყოფებოდა, და არც ვინმე ეფარებოდა. ის კარგად ხედავდა როდუელსა და სუარესს, თუმცა, ხანდახან ზედმეტად ახლოს ყოფნაც არ ვარგა. ჯობს მსაჯმა ეპიზოდი პერსპექტივაშიც აღიქვას. და კიდევ, ატკინსონმა წითელი ბარათის ამოღება ძალიან იჩქარა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"