ამ გამარჯვების შედეგად "ლურჯებმა" მანჩესტერულ გუნდებთან სამქულიანი სხვაობა შეინარჩუნეს, ასე რომ ვილაშ-ბოაშს თვის ბოლოსთვის ალექს ფერგიუსონთან და რობერტო მანჩინისთან გატოლების იმედი გაუჩნდა.
"სანაკრებო პაუზის წინ ასეთმა თამაშმა ძალიან გამახარა. შემდეგ ტურში ერთმანეთს ჩემპიონობის ორი მაძიებელი, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" ხვდება, რასაც, კიდევ
თავადაც საკმაოდ რთული თამაშები გვაქვს, ჯერ "ევერტონთან", შემდეგ კი "ქუინზ პარკ რეინჯერსთან". დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ორ შეხვედრაში ექვს ქულას მოვიპოვებთ და თვის ბოლოს ცხრილში უკეთეს პოზიციაზე ვიქნებით.
ის ფეხბურთი, რომელიც "ბოლტონთან" ვითამაშეთ სიამაყით აღგვავსებს. ბუნებრივია, ჩვენ ადრეც ვცადეთ ასე თამაში, მაგრამ ფეხბურთი მოულოდნელობებით არის სავსე. ხან იღბალი არ გვწყალობდა, ხან სხვა მიზეზი იჩენდა თავს და მაშინაც კი, როდესაც ვიგებდით, ასეთ ფეხბურთს ვერ ვაჩვენებდით".
შემდეგ, "სტემფორდ ბრიჯის" შეფმა ფრენკ ლემპარდის წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება. მოგეხსენებათ, ინგლისში ამბობდნენ, რომ ვილაშ-ბოაში ვეტერანის (ისინი ტოლები არიან, ორივე 33 წლისაა) გუნდიდან გაგდებას ცდილობს და ამიტომ აღარ ათამაშებდა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ, აი, პორტუგალიელი "ბოლტონთან" ლემპარდს ენდო და მანაც სამი გოლი შეაგდო.
"ეს მისთვის დიდებული შედეგია. ფრენკმა დანარჩენ ბიჭებთან ერთად შესანიშნავად ითამაშა. მან გოლები ისე გაიტანა, გეგონება მთელი ცხოვრება ფორვარდი იყო. ლემპარდის ნიჭი აშკარაა. ის ჩინებულად თამაშობს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"