სანია რეკლამამ დაამტვრია

AutoSharing Option
"არსენალის" მარჯვენა მცველმა, 28 წლის ფრანგმა, ბაკარი სანიამ ჩრდილოლონდონური დერბის დროს ისეთი ტრავმა მიიღო, რომ სამი თვის განმავლობაში მკურნალობა მოუწევს. სანია "ტოტენჰემ ჰოთსპურთან" შეხვედრის დროს სარეკლამო დაფას დაეჯახა და ფეხი მოიტეხა.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-ატაშემ განაცხადა: "ჩვენი ნაკრების ექიმს, დოქტორ ფაბრის ბრიანდს, არსენალელმა კოლეგებმა შეატყობინეს კონკრეტულად რა სჭირს ბაკარი სანიას. მცველს დღეს ოპერაციას გაუკეთებენ, რის შემდეგაც მას სამთვიანი სარეაბილიტაციო პერიოდი დასჭირდება".

მეთოფეთა თავკაცმა, არსენ ვენგერმა თქვა: "სანიას ასუ-ეკოტო მთელი ძალით დაეჯახა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ორივენი პატიოსნად იბრძოდნენ ბურთისთვის".

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული