კაპელომ რიო არ წაიყვანა

AutoSharing Option
პარასკევს ინგლისის ნაკრები ჩერნოგორიას ეთამაშება. ეს ევრო 2012-ის შესარჩევი შეხვედრაა და მასში "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი, 32 წლის რიო ფერდინანდი ვერ ითამაშებს.

მიზეზი: მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ის განაცხადში არ შეიყვანა. ინგლისელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ახლა ფერდინანდი ნაკრებიდან სამუდამო მოკვეთის საშიშროების წინაშე დგას. კაპელო მიიჩნევს, რომ ორთავა კუნთის ბოლო ტრავმის შემდეგ ფერდინანდი ადრინდელივით აქტიურად ვეღარ თამაშობს.

"მანჩესტერ იუნაიტედში" როგორ მიდის რიო ფერდინანდის საქმე? ბოლო ტურში, "ნორვიჩთან", ფერდინანდი სერ ალექს ფერგიუსონსაც არ ჰყავდა თერთმეტ კაცში, თუმცა წინა ორ შეხვედრაში, "სტოკ სიტისა" და "ბაზელთან", ის
ძირითადის წევრი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი მცველი კაპელოს არც ბულგარეთსა და უელსთან წინა ორ შეხვედრაში ჰყავდა შეკრებაზე. სტატისტიკა მეტყველებს, რომ მას ბოლო თხუთმეტი სანაკრებო შეხვედრიდან მხოლოდ სამში აქვს ნათამაშები. სავარაუდოდ, მის არყოფნაში ჯონ ტერის დაცვის ცენტრში გარი კეჰილი შეუწყვილდება.

პარასკევს ინგლისის ნაკრებმა ერთი ქულაც რომ მოიპოვოს, ევრო 2012-ში მონაწილეობა გარანტირებული ექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული