"ჩელსი" ახალ ბინაზე ფიქრში

AutoSharing Option
ამბობენ, რომ რომან აბრამოვიჩმა გადაწყვიტა 106-წლიან ისტორიას ზურგი აქციოს და „ჩელსი“ „სტემფორდ ბრიჯიდან“ ახალ სტადიონზე გადაიყვანოს.

რუსმა მილიარდერმა დაახლოებით მილიონი ფუნტი „სტემფორდ ბრიჯის“ რეკონსტრუქციაზე ფიქრსა და პროექტების შექმნას დაახარჯა. განიხილებოდა ნაგებობის მთლიანად დანგრევისა და მის ადგილას ახლის "წამოჭიმვის" ვარიანტიც, მაგრამ ამ გეგმათაგან ერთმაც ვერ ივარგა. საბოლოოდ აბრამოვიჩი შორიახლოს ახალი, 60 ათასიანი სტადიონის აშენებაზე გაჩერდა. გათვლები აჩვენებენ, რომ ახალი სარბიელი „ჩელსის“ ყოველწლიურად 50 მილიონი ფუნტით მეტს მოუტანს.

ბედ
ის ირონია კი ის გახლავთ, რომ აბრამოვიჩი „სტემფორდ ბრიჯის“ მეპატრონე არ არის. სტადიონის მესაკუთრე ის ათასობით გულშემატკივარია, რომლებმაც 14 წლის წინ შექმნილ ორგანიზაციაში, „ჩელსის მოედნის მეპატრონენი“ ფული ჩადეს.

შესაბამისად, რუს ოლიგარქს სტადიონის გამოსყიდვა სჭირდება და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა. ფანებს, რომელთაც ზემოხსენებულ ორგანიზაციაში 100 ფუნტი აქვთ ჩადებული და ასე შეკრიბეს თავდაპირველი 1,5 მილიონი, აბრამოვიჩმა 10 მილიონი შესთავაზა.

„სტემფორდ ბრიჯი“ იმით არის მდიდარი, რომ დასავლეთ ლონდონში 13 აკრი მიწის ფართობისგან შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული