„ჩემზე გაცილებით გამოცდილი კანდიდატებიც არსებობენ. როდესაც დაფიქრდები თუ რამხელა გამოცდილება და მიღწევები აქვთ ჰარი რედნაპსა და როი ჰოჯსონს, ჩემი მათ გვერდით დაყენება უხერხულადაც კი მოგეჩვენება“.
მოგეხსენებათ, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიამ იცის შემთხვევები, როდესაც გამოჩენილ ფეხბურთელებს კარიერის დასრულების შემდეგ თავი მწვრთნელობაში უცდიათ და პირველივე გუნდი, რომელიც ჩაუბარებიათ მათი ქვეყნის
„ერთ მშვენიერ დღეს, ალბათ, მეც სიამოვნებით ჩავიბარებ ინგლისის ნაკრებს, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ჰარის ადამიანებთან მუშაობის საოცარი უნარი აქვს და ამ თვისების გამო დიდებული კანდიდატურაა. ხალხთან ურთიერთობის უნარი კლუბებშიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნაკრებში ეს თვისება ერთიორად ფასობს. ეროვნულ გუნდში ხომ ფეხბურთელებს თამაშის წინ სულ რამდენიმე დღით ხვდები. ყველაზე დიდი ხნით, ნაკრების თავკაცს, მოთამაშეებთან ტურნირების დროს უწევთ ურთიერთობა. ეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ხდება და დიდი-დიდი ხუთ კვირას გრძელდება“.
შირერის სამწვრთნელო გამოცდილება „ნიუკასლ იუნაიტედში“ თავკაცის მოვალეობის შემსრულებლად რვაკვირიანი მუშაობით შემოიფარგლება. მის ხელში „კაჭკაჭები“ პრემიერლიგიდან გავარდნენ. „ნიუკასლის“ ყოფილი თავდამსხმელი დღეს ტელევიზიაში საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობს, მაგრამ არ მალავს, რომ მომავალში მწვრთნელობას აპირებს.
„მწვრთნელობა სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება, მაგრამ, როდესაც ადამიანს ეს საქმე სისხლში გაქვს, რაღაც გექაჩება და ადრენალინის გამოყოფისკენ გიბიძგებს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იმან, რაც „ნიუკასლში“ გადამხდა, ახალი თავგადასავლებისკენ მიბიძგა“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"