მომავალი მეთოფე, რომელიც ნაკრებს ირჩევს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" თავისი სატრანსფერო პოლიტიკის ერთგულია – მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნორჩ ტალანტებს ეძებს და მათგან ვარსკვლავებს ქმნის. ამჯერად "მეთოფეების" თავკაც არსენ ვენგერს 15 წლის გერმანელ სერჟ ნიაბრისთან გადაუწყვეტია კონტრაქტის დადება.

ეს ჭაბუკი "შტუტგარტის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და ლონდონელები მასთან კონტრაქტს 2011 წლის ივლისში გააფორმებენ, როცა სერჟს 16 წელი შეუსრულდება. კომპენსაციის სახით შვაბები 100 ათას ევროს მიიღებენ.

ნიაბრიმ "არსენალის" ახალგაზრდულ გუნდში ორი მატჩი უკვე ჩაატარა და "ბირმინგემის" კარში გოლის გატანაც მოახერხა. კოტდივუარული წარმოშობის თინეიჯერი "მეთოფეებს" იანვარში შეუერთდება. საინტერესოა, რომ ნიჭიერ ჭაბუკს
ჯერ კიდევ გადასაწყვეტი აქვს, რომელ ნაკრებზე შეაჩეროს თავისი არჩევანი – გერმანიისა და კოტ დ"ივუარის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული