ტევესს ექვსი კვირით სჯიან

AutoSharing Option
როგორც გაირკვა, "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში კარლოს ტევესს მწვრთნელისთვის, რობერტო მანჩინისთვის, მოედანზე არ შევალო, პირდაპირ არ "უჯახებია", მაგრამ "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელებს მისი დასჯა მაინც სურთ - ბრძანეს, 27 წლის არგენტინელმა ექვსი ტური გამოსტოვოს და 1,5 მილიონი ფუნტიც გადაგვიხადოსო.

მოკლედ, ხელფასს უქვითავენ. ისტლენდელი ბოსების რწმენით გახურებაზე უარის თქმა და თამაშში ჩართვაზე უარის თქმა ერთი და იგივეა. სხვა სიტყვებით, მათ სჯერათ, რომ თავდამსხმელის დასჯის სრული უფლება ჰქონდათ.

ვინმეს შეიძლება გაუკვირდეს და იკითხოს, რა საჭიროა ამდენი ყოყმანი. თუკი "სიტის" ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ მათი
ფეხბურთელი დასასჯელია, უნდა დასაჯონ და მორჩა, მაგრამ ვაგლახ, ინგლისურ ფეხბურთში ასე ადვილად არ არის საქმე.

ამ ქვეყანაში არსებობს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია, სხვა სიტყვებით კი პროფკავშირი, რომელიც თავის წევრს კბილებით იცავს. ასეა ტევესის შემთხვევაშიც. "სიტის" შეფემბა ასოციაციას უნდა დაუმტკიცონ, რომ არგენტინელმა ისეთი რამ დააშავა, რაც ორკვირიან დისკვალიფიკაციასა და 500 ათასი ფუნტით დაჯარიმებაზე მეტ სასჯელს მოითხოვს.

რამდენადაც ცნობილი გახდა, ისტლენდელები პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციას ტევესის ერთ-ერთ საგაზეთო კომენტარს წარუდგენენ, სადაც ფეხბურთელი ასე ამბობს: "მივიჩნიე, რომ იმ მომენტში ჩემი მოედანზე გასვლა სწორი არ იყო და არც გავედი".

საინტერესოა, რომ ფორვარდის ეს ნათქვამი სრულიად ეწინააღმდეგება მის მიერ მეორე დღეს განცხადებულს, მე თამაშზე უარი არ მითქვამსო. მოგეხსენებათ, რობერტო მანჩინი ტევესის გაყოდვას ითხოვს და ამბობს, სანამ "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი ვარ, ეს ფეხბურთელი სარეზერვო გუნდს ვერ გასცდებაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული