კარამ კმარაო

AutoSharing Option
„ლივერპულის“ ვიცე-კაპიტანი, ჯეიმი კარაგერი ამბობს, რომ ერთ წელიწადში შესაძლოა ფეხბურთის თამაშს თავი დაანებოს.

მოგეხსენებათ, 33 წლის ცენტრალური მცველი ბავშვობიდან „ენფილდზეა“. 14 წლის განმავლობაში მან 676 შეხვედრა ჩაატარა. პირველი მატჩი წითელი მაისურით კარაგერმა 1997 წელს, ლიგის თასზე, „მიდლსბროს“ წინააღმდეგ ითამაშა.

ლონდონში გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით „ლიდერები ფეხბურთში“ კარაგერს ჰკითხეს, მისი აზრით კიდევ რამდენ ხანს შეძლებდა იგი უმაღლეს დონეზე თამაშს. ვეტერანმა თავიდან ხუმრობით უპასუხა:

„ჰკითხეთ ჩვენს თავკაც კენი დალგლიშს, შემადგენლობას ის ასახელებს. სერიოზულად ვფიქრობ, რომ ეს დიდად იქნება დამოკიდებული „ლივერპულის“ მწვრთნელთა შტაბზე. ფეხბურთელს,
რასაკვირველია, სურს რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოს, მაგრამ ორგანიზმი ზღუდავს. ვფიქრობ, ჩემი კარიერა ერთ წელიწადში ან წელიწადნახევარში დასრულდება. მაქსიმუმ კიდევ ორი წელიწადი დავყო მოედანზე. კიდევ გიმეორებთ, ეს მარტო ჩემზე არ იქნება დამოკიდებული. ჩემს ბედს გარშემო მყოფი ხალხი გადაწყვეტს.

მინდა თუ არა კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გავხდე? დიახ, ვფიქრობ ამ გზით წავალ. პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგი. „ბ“ ლიცენზია მაქვს. როდესაც კაცს ფეხბურთი უყვარს, არ ეთმობა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული