ტევესის ოთხშაბათი

AutoSharing Option
ოთხშაბათს, არგენტინელი თავდამსხმელი, 27 წლის კარლოს ტევესი მანჩესტერში ბრუნდება, მას საკუთარი კლუბის მიერ დაწესებული დისკვალიფიკაციის ვადა გასდის.

მაგრამ მანჩესტერში დაბრუნება მოედანზე დაბრუნებას არ ნიშნავს - ტევესი "სიტის" შეფების საბოლოო განაჩენს ელოდება. მოგეხსენებათ, არგენტინელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის ბოლო ტურში, მიუნხენში, "ბაიერნთან" 2:0 წაგებულ შეხვედრაში, მწვრთნელ რობერტო მანჩინის მოედანზე შესვლაზე უარი უთხრა. ოთხშაბათს, ისტლენდელთა შეფები ტევესს ეტყვიან რა ვერდიქტი გამოუტანეს.

გაზეთები წერენ, რომ ფეხბურთელი გასული ორი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა ანუ მოედანზე დაბრუნებისთვის ფიზიკურად მზად არის, მაგრამ იმავე მას-მედიის აზრით მანჩინი მას
პირველ გუნდში აღარ მიიღებს. კლუბის მეპატრონეები შესაძლოა უკიდურეს ნაბიჯზეც კი წავიდნენ და ტევესს კონტრაქტი ახლავე გაუბათილონ, თუმცა, შეიძლება იანვრამდე დაიტოვონ და მერე იაფად გაყიდონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული