ცხოვრება რომანის გარეშე

AutoSharing Option
"ჩელსი" აღარ მალავს, რომ უეფას ახალი წეს-კანონებით ცხოვრებისთვის ემზადება. კერძოდ, დასავლეთლონდონელები მილიარდერი მეპატრონის, რომან აბრამოვიჩის ფინანსური დახმარების გარეშე არსებობის გეგმებს ადგენენ.

"ლურჯების" თავმჯდომარე, ბრუს ბაკი ადასტურებს, რომ გასულ წელიწადს კლუბმა ზარალი ნახა - 70 მილიონი ფუნტი მინუსში წაუვიდა.

უეფამ კი ფინანსური "ფეარ პლეის" წესები მოიგონა, რომელთა მიხედვითაც ყველა გუნდმა "მდიდარი ძიას" ნაჩუქარი ფულის გარეშე, თავად უნდა გაიტანოს თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ვერ მოხვდება.

"ბატონი აბრამოვიჩის ჯიბეზე დაუსრულებლად რომ ვერ ვიქნებით ჩამოკიდებული "ფინანსური ფეარ პლეის" დაკანონებამდეც ვიცოდით,
- უთხრა ჟურნალისტებს ბაკმა, - ამიტომ, ახლა ისეთი გეგმის შემუშავებას ვცდილობთ, რომლის დახმარებითაც კლუბი მყარად დადგება ფეხზე. ახალმა "ფეარ პლეიმ" უბრალოდ, შეიძლება დაგვაჩქაროს, ეს არის და ეს.

დააკვირდით რესურსებს: მხოლოდ ახალგაზრდული აკადემია წელიწადში 5 მილიონი ფუნტი გვიჯდება, მაგრამ ამ აკადემიაში, წელიწადში ან წელიწადნახევარში ერთხელ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი რომ აღიზარდოს, უზარმაზარი სატრანსფერო თანხა დაგვეზოგება. სატრანსფერო ხარჯების შემცირების გარდა, სპონსორების მოზიდვა უნდა გავაძლიეროთ. გავზარდოთ ყოველი მატჩისგან მიღებული შემოსავალი და სხვა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული