ჩერნოგორიასთან შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის გამო რუნის ფინალურ ეტაპზე ორი შეხვედრის (ასე ვარაუდობს ინგლისური მას-მედია) გამოტოვება მოუწევს, რის გამოც იტალიელი მწვრთნელი გუნდის თამაშის სათადარიგო ვარიანტს ამზადებს.
სწორედ იმ ორ შეხვედრაში გამოჩნდება ყველაფერი. თუ ინგლისის ნაკრებს სათადარიგო გეგმა კარგად აათამაშებს და შედეგს მოუტანს, მაშინ, რუნის მესამე შეხვედრაშიც სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ჯდომა.
ინგლისის ნაკრებს ნოემბერში, "უემბლიზე", ესპანეთის ნაკრებთან
ინგლისელთა თავკაცმა თქვა: "იმ ერთი ან ორი შეხვედრისთვის, რომლებშიც წესით, რუნის მონაწილეობა უნდა მიეღო, მაგრამ ვერ ითამაშებს, საგანგებო სტრატეგიის შემუშავება მომიწევს. თუ დავინახავთ, რომ ახალმა სტრატეგიამ ივარგა და შედეგს ვაღწევთ, მაშინ უეინს ძირითად შემადგენლობაში დასაბრუნებლად დიდი მოწადინება მოუხდება. რას იზამ, ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ბევრი კარგი ფეხბურთელი დამისვამს სათადარიგოთა სკამზე, ასე რომ ამაში ჩემთვის სიახლე არაფერია".
მოგეხსენებათ, ჩერნოგორიასთან შეხვედრაში გაძევებისთვის რუნის ერთი თამაშის გამოტოვება ავტომატურად მოუწევს, დანარჩენს კი უეფას სადისციპლინო კომისია დაუმატებს.
კერძოდ რამდენი თამაშით დასჯიან ევროპული ფეხბურთის შეფები ინგლისელ ვარსკვლავს, ამ კვირაში გამოჩნდება. რასაკვირველია, არ არის გამორიცხული, რომ დაინდონ კიდეც, ასე რომ ინგლისელთა პანიკა ცოტა ნაადრევია. თუმცა, ასე მოხდება თუ ისე, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. კაპელო ამბობს:
"რუნის ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად წავიყვან. მეტიც, იმედი მაქვს, რომ უეფა მას მხოლოდ ერთი თამაშით დასჯის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"