კლევერლის კონტრაქტი

AutoSharing Option
22 წლის ტომ კლევერლი "მანჩესტერ იუნაიტედმა" კარგად თამაშისა და სწრაფი პროგრესის გამო ახალი კონტრაქტით დააჯილდოვა - ინგლისელი ნახევარმცველი "ოლდ ტრეფორდზე" 2015 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ახალი ხელშეკრულების შესაბამისად, კლევერლის იმდენსავე ხელფასს გადაუხდიან, რამდენსაც უხდიან კრის სმოლინგსა და ფილ ჯონსს. "ბლექბერნის" ყოფილი მოთამაშის, ჯონსის გასამრჯელო კვირაში 40 ათასი ფუნტი გახლავთ.

გაზეთები წერენ, რომ "იუნაიტედის" ინიციატივა ნათლად მეტყველებს იმ პროგრესზე, რომელიც ნახევარმცველმა "უიგანიდან" დაბრუნების შემდეგ განიცადა.

ცნობისათვის: ტომ კლევერლი 2009 წლიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია, მაგრამ მუდამ გაქირავებული იყო, ჯერ "ლესტერში", შემდეგ "უოტფორდში" და
ბოლოს "უიგანში", სადაც ერთი წელიწადი ახალგაზრდა ესპანელი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის ხელმძღვანელობით ივარჯიშა და ითამაშა.

ამბობენ, რომ კლევერლის კარგმა თამაშმა ინგლისის ჩემპიონს ვეტერანი პოლ სქოულზის დანაკლისი ნაწილობრივ აუნაზღაურა.

მიმომხილველების მტკიცებით, არც "ინტერიდან" ვესლი სნეიდერის ტრანსფერის ჩაშლამ იმოქმედა ძლიერად - იმას, რისთვისაც სნეიდერი მოჰყავდათ, კლევერლი მეტ-ნაკლებად ასრულებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული