ბრაიტონში ბელამი გამოლანძღეს

AutoSharing Option
ინგლისური ფეხბურთის შეფები "ლივერპულის" უელსელი ვარსკვლავის, 32 წლის კრეიგ ბელამის შეურაცხყოფის საქმეს იძიებენ.

ვერ გეტყვით რამდენად რასიზმია, მაგრამ, ოფიციალურად, ის, რაც ბრაიტონში მოხდა, როგორც ჩანს "რასიზმში" გადის. კერძოდ, კი, სექტემბერში, ფეხბურთის ასოციაციის თასის შეხვედრაში, ბრაიტონელმა ფანებმა უელსელი ამოიჩემეს და ტრიბუნიდან "ცხვრების კურკლის მწმენდავი" უძახეს.

საქმე ის გახლავთ, რომ უელსში მეცხვარეობა გახლავთ განივითარებული. იმ შეხვედრაში "ლივერპულმა" 2:1 გაიმარჯვა, ხოლო ბელამიმ ანგარიში გახსნა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ამ ინციდენტის შესახებ ორგანიზაცია "გავაძევოთ ჩვენგან რასიმზმმა" შეატყობინა. მოგეხსენებათ, გაუწონასწორებელი ხასიათით ცნობილი ბელამი უელსელი პატრიოტი და
თავისი ქვეყნის ნაკრების ყოფილი კაპიტანია.

ახლა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია გამოიკვლევს რა მოხდა ბრაიტონში და თუ აღმოაჩენს, რომ კლუბს რამენაირად შეეძლო მეტოქის ფეხბურთელის "ეროვნული შეურაცხყოფა" თავიდან აერიდებინა, მას დასჯის.

აღსანიშნავია, რომ ბელამის უელსელობის გამო პირველად როდი აყენებენ შეურაცხყოფას. 2005 წელს, როდესაც ბელამი "სელტიკში" თამაშობდა, "ჰართსის" მავანმა გულშემატკივარმა ფეხბურთელს ტრიბუნიდან "ჩია უელსელი ნაბიჭვარი" უძახა. სამართალდამცავებმა უზრდელი გულშემატკივრის ვინაობა გამოთვალეს და დამნაშავეს... 250 ფუნტი ჯარიმა დააკისრეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული