"ნიუკასლმა" თავდამსხმელი იშოვნა

AutoSharing Option
მას მერე, რაც ენდი ქეროლი "ლივერპულს" მიჰყიდა, "ნიუკასლ იუნაიტედი" თავდამსხმელის ძიებაშია. "კაჭკაჭებმა" მთელი ქვეყანა "მოიფრინეს", სად არ იყვნენ, მაგრამ ხეირიანი ცენტრალური თავდამსხმელი ვერსად ნახეს, თუმცა...

ამ დღეებში გუნდს ცოტა იმედი მიეცა - 22 წლის ქეროლის ადგილი დიდმა ვარსკვლავმა, 41 წლის ალან შირერმა დაიკავა.

ლაპარაკია "ნიუკასლ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" ვეტერანთა საქველმოქმედო შეხვედრაზე, რომელიც ნიუკასლის სტადიონ "კინგსტონ პარკზე" გაიმართა.

ეს თამაში 1997 წლის 10 მარტს, ამ გუნდებს შორის "ენფილდ როუდზე" გამართული დაუვიწყარი შეხვედრის მოგონებას მიეძღვნა. მაშინ "ლივერპულმა" 4:3 გაიმარჯვა.

თავიდან მერსისაიდელები 3:0-ს
იგებდნენ, თუმცა "კაჭკაჭებმა" 71-ე, 87-ე და 88-ე წუთებზე გატანილი გოლების წყალობით ანგარიში გაქვითეს. 90-ე წუთზე ლივერპულელმა რობი ფაულერმა მაინც გაიტანა გამარჯვების გოლი.

ვეტერანთა შეხვედრაშიც "ლივერპულმა" მოიგო - 4:1. შირერმა პენალტი ვერ გაიტანა. "წითლებს" კევინ კიგანი ხელმძღვანელობდა, "ნიუკასლს" კი ფილ ტომპსონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული