ლაპარაკი იყო ნორვეგიისა და ინგლისის ახალგაზრდულ გუნდებს შორის წუხელ გამართულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში მონაწილეობაზე.
საქმე ის გახლავთ, რომ პირსი ამ შეხვედრისთვის ერთი თავდამსხმელის ამარა იყო დარჩენილი: ნეითან დელფუენსო და მარტინ უეგჰორნი ხუთშაბათს, ისლანდიაში, 3:0 მოგებულ შეხვედრაში დაშავდნენ. ამიტომაც მოსინჯა ახალგაზრდათა თავკაცმა ბედი "ოლდ ტრეფორდზე", მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, იქიდან უარი მიიღო.
"ისლანდიაში ჩატარებული თამაშის შემდეგ სერ ალექსს დავურეკე, მაგრამ მან მითხრა,
ლონდონის აეროპორტიდანვე ოსლოში გადაფრენის ძალიან ეშინია. ფერგიუსონი, რასაკვირველია, მართალი იყო და მისი პოზიცია ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ მეც ხომ ვალდებული ვიყავი ჩემი შანსი მომესინჯა".
შეგახსენებთ, რომ უელბეკი მონტენეგროში გამართულ "დიდი ნაკრების" შეხვედრაში მოედანზე თეო უოლკოტის მაგივრად 76-ე წუთზე შევიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"