დიეგო კარლოსს ვერ შველის

AutoSharing Option
ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ ის, სამწუხაროდ, ვერაფრით დაეხმარება თავის ძველ მეგობარსა და ფეხბურთელს, 27 წლის კარლოს ტევესს, რომელსაც "მანჩესტერ სიტიში" ნამდვილი კოშმარული ცხოვრება უდგას.

ამჟამად მარადონა დუბაის მდიდრულ კლუბს, "ალ ვასლს" უდგას სათავეში, თუმცა თავისი თანამემამულის ინგლისურ თავგადასავალს დაკვირვებით მისდევს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარადონამ "მანჩესტერ სიტის" ამბები იმიტომ იცის, რომ ამ გუნდში მისი სიძე, სერხიო აგუერო თამაშობს.

დიეგო, რომელიც ტევესს არგენტინის ნაკრების თავკაცობისას ხელმძღვანებოდა, ამბობს:
"ტევესი ძალიან მაღალი დონის
და ძვირადღირებული ფეხბურთელია. ჩვენს კლუბს, ამ ეტაპზე, მისი ყიდვისა და ხელფასის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს".

სატრანსფერო ბაზრის გახსნის შემდეგ რა მოხდება, უცნობია, მაგრამ ჩვეულებრივ, ტევესის ფასი 50 მილიონ ფუნტს უდრის. შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელმა მიუნხენში გამართულ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, მწვრთნელ რობერტო მანჩინის მოედანზე შესვლაზე უარი განუცხადა, რისთვისაც სასჯელს ელოდება. შესაძლოა კლუბიდან გააგდონ კიდეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული