ხელახლა მიადგებაო, ვთქვით. საქმე ის გახლავთ, რომ "ლურჯებმა" მადრიდელებს, გასულ იანვარს, 15 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს. მაშინ გოდინის შეძენა "ჩელსის" წინა მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის უნდოდა.
ახლა "სტემფორდ ბრიჯზე" ახალი თავკაცია, ანდრე ვილაშ-ბოაში, მაგრამ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე თავგამოჩენილი
სხვათაშორის, წლის დასაწყისში, როდესაც "ატლეტიკომ" ანჩელოტის გოდინის მიყიდვაზე უარი უთხრა, იტალიელი ბენფიკას მიადგა და
ბრაზილიელი დავიდ ლუიზი შეიძინა.
ვილაშ-ბოაში მიიჩნევს, რომ პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული გამოსვლისთვის მის გუნდს სწორედ დაცვის ცენტრში სჭირდება გაძლიერდება. პორტუგალიელი ალექსით უკმაყოფილოა და მის თავიდან მოშორებას აპირებს. ვილაშ-ბოაშმა ბრაზილიელი, ბოლოს, "ქარლინგის თასზე" "ფულჰემის" წინააღმდეგ ათამაშა. იმ დღეს 29 წლის მცველი მოედნიდან გააძევეს. მას მერე ის გუნდის 20 კაციან განაცხადშიც კი ვერ ხვდება.
მიუხედავად იმისა, რომ "ჩელსიმ" დაიწუნა, ბრაზილიელს დაკარგვა არ ემუქრება. ამბობენ, რომ მისი შეძენა უნდათ "არსენალს", "ტოტენჰემს" და ჩრდილოკავკასიის გუნდებს: "ანჟისა" და გროზნოს "ტერეკს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"