შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში 33 წლის კარაგერმა განაცხადა ფეხბურთის თამაშს, სავარაუდოდ, თავს მომავალი სეზონის ბოლოს დავანებებო. კელის არ სჯერა, რომ "ენფილდზე" უკვე ლეგენდად შერაცხული ვეტერანი მოედნიდან წასვლის შემდეგ "ლივერპულს" სამარადჟამოდ გამოეთხოვება. ის ამბობს:
"მესმის, რომ მანამდე დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ, კარას ყველა მონაცემი აქვს საიმისოდ, რომ ჩვენი მომავალი მწვრთნელი გახდეს. ის ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს გამოწურავს და მეორე ადგილზე გასვლას არასდროს დაარქმევს წარმატებას. პირდაპირ გეტყვით,
შეგახსენებთ, რომ კარაგერი ლივერპულელია და სხვა გუნდში ცხოვრებაში არ უთამაშია. 1996 წლის შემდეგ, "წითელი მაისურით" მას კარიერაში 470 თამაში აქვს ჩატარებული. როდესაც ჟურნალისტებმა მომავლის შესახებ ჰკითხეს, ვეტერანმა უპასუხა:
"ფეხბურთის თამაშს კიდევ ერთი წელიწადი ან წელიწადნახევარი შევძლებ. მაქსიუმ, ორი წელიწადი გავუძლო პრემიერლიგის დატვირთვებს. მინდა მომავალში მწვრთნელი გავხდე. ამ მიმართულებით ნაბიჯი უკვე გადავდგი და Bლიცენზია ავიღე. მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი და მინდა მთელი ცხოვრება ვემსახურო მას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"