ჩიჩარიტომ ხუთწლიანს მოაწერა

AutoSharing Option
23 წლის მექსიკელმა ვარსკვლავმა ხავიერ ერნანდესმა, იმავე ჩიჩარიტომ, "მანჩესტერ იუნაიტედთან" ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გეხსომებათ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელის შეძენა მადრიდის "რეალს" მოუნდა და მანჩესტერელებისთვის 30 მილიონი ფუნტის შესათავაზებლად მოემზადა, მაგრამ ინგლისის ჩემპიონი სარფიან წინადადებას არ გამოედევნა - ერნანდესს "ოლდ ტრეფორდზე" ხელფასი გაუზარდეს. თუ ჩიჩარიტო აქამდე კვირაში 25 ათას ფუნტს იღებდა, ამიერიდან 75 ათასს მიიღებს. ფეხბურთელის წარმომადგენელმა ედუარდო ერნანდესმა თქვა:

"ჩვენ ხავიერის ხელშეკრულებას გადავხედეთ, განვაახლეთ ის და ახლა ჩიჩარიტო "მანჩესტერ იუნაიტედში" კიდევ ხუთი წლით დარჩება. ასე მოქცევის
საშუალებას თავდაპირველი კონტრაქტი იძლეოდა.

ის მისაღები იყო როგორც კლუბისთვის ასევე ხავიერისთვის, რადგან მისი ერთ-ერთი პუნქტის თანახმად მხარეებს ერთმანეთის შეფასებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საშუალება ჰქონდათ. ასეც მოხდა. ხავიერმა დაინახა, რომ "მანჩესტერ იუნაიტდი" მისთვის მისაღები გუნდია, "იუნაიტედმა" კი აღმოაჩინა თავდამსხმელი, რომელიც მის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ზედმეტად არაფერს დავაკონკრეტებ, მაგრამ ახალი ხელშეკრულება ხუთწლიანია და ხელფასის თვალსაზრისით რუნისა და ნანის ხელშეკრულებებს ვერ შეედრება. ამას რომ ვამბობთ, ვადასტურებთ რუნისა და ნანისადმი ჩვენს პატივისცემას და დავძენთ, რომ ჩვენთვის ხავიერის ახალი კონტრაქტი სრულიად მისაღებია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული