სამი დაუმარცხებელი დარჩა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი, სერ ალექს ფერგიუსონი ამბობდა, ეს შეხვედრა ინგლისური ფეხბურთის უდიდესი შოუ იქნებაო - ასე არ გამოვიდა, "ენფილდ როუდზე" 1:1 დამთავრებული თამაში მეტად მოსაწყენი იყო, მაგრამ თავისი მძაფრი მომენტები მაინც ჰქონდა.

"ლივერპულის" კაპიტან სტივენ ჯერარდს შვიდთვიანი მკურნალობის შემდეგ, თითქოსდა ზღაპრული დღე უნდა ჰქონოდა. ასეთ ეფექტურ დაბრუნებაზე ადამიანმა უნდა იოცნებო: "ჯერომ" მეორე ტაიმის შუაში, საჯარიმო დარტყმით, მერსისაიდელები დააწინაურა, მაგრამ სტუმრების მექსიკელმა თავდამსხმელმა, შეცვლაზე შესულმა ხავიერ ერნანდესმა არ შეარგო. ამით ერნანდესმა "იუნაიტედი" "ენფილდ როუდზე" ზედიზედ მეოთხე წაგებისგან იხსნა, რაც 1979 წლის
მერე არ მომხდარა. ამასთან, ინგლისის ჩემპიონი პრემიერლიგაში დაუმარცხებლად აგრძელებს სვლას.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გულშემატკივარი გულნატკენი დატოვებდა სტადიონს. შეხვედრის მიწურულს ისეთი მომენტები გვქონდა, ვფიქრობ, უნდა მოგვეგო. თამაშის წინ სწორედ მოგებას ვისახავდით მიზნად. გვინდოდა სამი ქულა მოგვეპოვებინა და "იუნაიტედთან" ჩამორჩენა რაც შეიძლება შეგვემცირებინა.

ჯარიმა, რომლიდანაც გოლი გავიტანე არ ვარგოდა, ცუდად დავარტყი. მინდოდა ბურთი კედლისთვის ზემოდან შემომეტარებინა, მაგრამ განმეორდა ზუსტად ის, რაც ორიოდ წლის "ოლდ ტრეფორდზეც" მოხდა - მანჩესტერელთა კედელში ფეხბურთელი გაიწია და ბურთი შუაში გაძვრა. მოკლედ, ტრავმის მერე სასტარტო შემადგენლობაში პირველად ვითამაშე და ბედმა გამიღიმა. მიხარია, რომ კვლავ მოედანზე ვარ, ფეხბურთის ტრიბუნიდან ყურებაზე საშინელი რამ არ არსებობს".

ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს "იუნაიტედის" ვეტერანი მცველი, რიო ფერდინანდიც, რომლის შეცდომის გამო დაინიშნა ზემოთ ნახსენები ჯარიმა - ფერდინანდმა ჩარლი ადამი წააქცია. თუმცა, მანჩესტერელს იმ ეპიზოდზე თავისებური შთაბეჭდილება დარჩა:
"ჩემსა და მას შორის ოდნავი კონტაქტი მართლა იყო, მაგრამ ისეთი ნამდვილად არაფერი მომხდარა, ეს საკმაოდ მასიური ბიჭი ქვასავით რომ დაზღერთებულიყო".

ჯარიმაზე ფერგიუსონმაც დაიწუწუნა, თუმცა რაიან გიგზისკენაც გაიშვირა ხელი: "რას იზამ, მსაჯები დიდი ზეწოლის ქვეშ არიან და არ მიკვირს იმ ეპიზოდში, მასპინძლების სასარგებლოდ, ჯარიმა, რომ დაინიშნა, თუმცა გოლში მთავარი დამნაშავე, მაინც ჩვენი კედელი იყო - გიგზი გაიწია. ზოგადად თამაშზე კი იმას გეტყვით, რომ ჯერარდის გოლამდე "ლივერპული" სულაც არ იყო საშიში, ამ გოლის შემდეგ კი თამაში გაიხსნა და პირიქით, ჩვენ მოგვეცა გოლის გატანის შესაძლებლობები. ერთი სიტყვით, შედეგი სამართლიანი იყო".

"ლივერპულის" თავკაცი, კენი დალგლიში: "პირველ ტაიმში გუნდებმა ერთმანეთს შეტევის საშუალება არ მისცეს და მეორე ტაიმიც ასევე დაიწყო, ჯერ ჩვენ შევაგდეთ, შემდეგ იმათ და მერე "იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეამ რამდენჯერმე შესანიშნავად ითამაშა. მე მეგონა ეს ბიჭი ახალ გარემოში რთულ დღეში იყო, მაგრამ, თურმე ნურას უკაცრავად".

"ეტიჰედ სთედიუმზე" კი მარიო ბალოტელიმ "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელ რობერტო მანჩინის ზოგადად თამაშითა და შესანიშნავი მაკრატელა გოლით დაუმტკიცა, რომ გუნდის მთავარ ფორვარდობაზე სერიოზული პრეტენზია აქვს. სწორედ მისი გოლის შემდეგ შეუდგა "სიტი" "ასტონ ვილას" რბევას და საბოლოოდ, ცხრილში პირველ ადგილზეც გადაინაცვლა. ამ შეხვედრაზე მოსაყოლი ბევრი არაფერია - დრამა არ ყოფილა. კაცი სიამოვნებას ისტლენდელების ლაღი და ოსტატური თამაშით თუ მიიღებდა.

პრემიერლიგის ტიტულის კიდევ ერთმა მაძიებელმა, "ჩელსიმ" კი "სტემფორდ ბრიჯზე" "ევერტონს" აჯობა, 3:1. მიმდინარე სეზონში "ლურჯები" შინ ყველა თამაშს იგებენ.

მერსისაიდელებმა მასპინძლებს შესანიშნავი წინააღმდეგობა გაუწიეს. ადრეც მოგახსენეთ, რომ "ევერტონს" "სტემფორდ ბრიჯზე" ბოლო ხუთი სტუმრობა არ წაეგო და ახლაც თავაწეული აპირებდა დასავლეთ ლონდონის დატოვებას, მაგრამ "ჩელსის" ახალი შენაძენის, ხუან მატას ინიციატივასა და მოწადინებას ვერაფერი დაუპირისპირა. მატამ კი თანაგუნდელები აიყოლია და მასპინძელთათვის სასარგებლო შედეგიც გამოვიდა.

მატჩის შემდეგ 23 წლის ესპანელმა თქვა: "დღევანდელი თამაშით ვისიამოვნე. მიზანსაც მივაღწიეთ - გვინდოდა მოგვეგო და ლიდერებს არ ჩამოვრჩენოდით. "ჩელსის" ასე კარგად იმიტომ შევეწყვე, რომ აქ, პირველსავე შეხვედრაში გოლი გავიტანე და ამან დადებითად იმოქმედა. ახლა საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ, მსიამოვნებს ლონდონში ცხოვრება და "ჩელსიში" თამაში".

ლონდონელთა პირველი გოლის ავტორმა, დენიელ სტარიჯმა კი დასძინა: "ძალიან ბედნიერი ვარ რომ მოვიგეთ. არ მაინტერესებს რას იტყვის ხალხი, ჩემთვის მთავარია ყველა მოწინააღმდეგეს მოსაგებად ვეთამაშოთ და ასეც ვიქცევით. რა მნიშვნელობა აქვს ვის ვხვდებით? მთავარი სამი ქულაა".

იმ გუნდებიდან, რომელთაც შაბათს ითამაშეს, თქვენი ყურადღება გვინდა "სტოკ სიტიზეც" შევაჩეროთ. მერვე ტურში სტოკელებმა მშობლიურ "ბრიტანია სთედიუმზე" შეხვედრის მიწურულს გატანილი ორი გოლის წყალობით "ფულჰემი" დაამარცხეს და პოზიციას ცხრილის ზედა ნაწილში ინარჩუნებენ. ანგარიში ჯონათან უოლტერსმა მე-80-ე  წუთზე გახსნა, ხოლო რორი დილეპმა 87-ზე პირველს მეორე მიაყოლა. მანამდე კი გუნდებმა "ძელები გაცვალეს" - ჯერ უკვე ნახსენებმა დილეპმა გაარტყა ბურთი ლონდონელი სტუმრების ძელს, შემდეგ კი იონ არნე რიისემ დააბრუნა ვალი.

გუშინ, "ემირეიტ სთედიუმზე" "არსენალს" სამი ქულა რობინ ვან პერსის ორმა ოსტატურმა დარტყმამ მოუტანა. პირველი, "სანდერლენდის" კარში, "მეთოფეთა" კაპიტანმა 29-ე წამზე გაიტანა - ჯერჯერობით ეს გახლავთ მიმდინარე პრემიერლიგის უსწრაფესი გოლი.

"სანდერლენდმა" ანგარიში 31-ე წუთზე გაათანაბრა. აქაც "მეთოფემ", ოღონდ ყოფილმა, სებასტიან ლარსონმა გამოიჩინა თავი. მან ჯარიმა შესანიშნავად დაარტყა. თუმცა, შეხვედრის მიწურულს კვლავ ვან პერსიმ იყოჩაღა.

არსენ ვენგერი: "მიხარია, რომ ჩვენს გუნდში საგანგებო სულისკვეთება სუფევს. მეორე ტაიმში ბიჭები მოედანზე გავიდნენ და თამაში მთლიანად მოწინააღმდეგის ნახევარზე გადაიტანეს. რობინ ვან პერსიმ  დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ განსაკუთრებული ფეხბურთელია. დღეს ის საუცხოო ფორმაშია და ხეზეც დავაკაკუნებ, ტრავმა რომ არ მიეკაროს".

და ბოლოს, მე-8 ტური დააგვირგვინა პრემიერლიგის სულითა და სანახაობით სავსე შეხვედრამ "სენტ ჯეიმს პარკზე", სადაც "ნიუკასლ იუნაიტედმა" "ტოტენჰემ ჰოთსპურს" უმასპინძლა და, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოლონდონელები ორჯერ დაწინაურდნენ, ორივეჯერ გაქვითა ანგარიში. ამრიგად, ორივე გუნდმა ცხრილში ის პოზიცია შეინარჩუნა, რომელიც შეხვედრამდე ეკავათ, "კაჭკაჭები" კი კვლავ დაუმარცხებლები არიან.

ინგლისი. პრემიერლიგა. VIII ტური

ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი 1:1
ლივერპული (4-4-2): რეინა - კელი, კარაგერი, შკრტელი, ენრიკე - კუიტი, ლუკასი (57. ჰენდერსონი), ადამი, დაუნინგი - ჯერარდი, სუარესი.
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - სმოლინგი, რ. ფერდინანდი, ევანსი, ევრა - იანგი (68. ნანი), ჯონსი (76. ერნანდესი), ფლეტჩერი, პარკი (68. რუნი) - გიგზი, უელბეკი.
გოლები: 1:0 ჯერარდი (68), 1:1 ერნანდესი (81)
გაფრთხილება: ლუკასი - იანგი, ფერდინანდი, ევრა
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 12-13; კარში დარტყმა: 14-7 (8-2); თამაშგარე: 3-1; ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 45 065

მანჩესტერ სიტი-ასტონ ვილა 4:1
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი - რიჩარდსი (66. კ. ტურე), ლესკოტი, კომპანი, კლიში - ჯონსონი (77. ჰარგრივზი), ბერი, დე იონგი, მილნერი - ი. ტურე (65. სილვა), ბალოტელი.
ასტონ ვილა (4-4-2): გივენი - ჰატონი, დანი, კლარკი, უორნოკი - აირლენდი (55. ნ"ზოგბია), დელფი (77. ოლბრაიტონი), ს. პეტროვი, აგბონლაჰორი - ჰესკი (64. ბენანი), ბენტი.
გოლები: 1:0 ბალოტელი (28), 2:0 ჯონსონი (47), 3:0 კომპანი (52), 3:1 უორნოკი (65), 4:1 მილნერი (71)
გაფრთხილება: ბერი - ბენანი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 8-13; კარში დარტყმა: 11-5 (8-3); თამაშგარე: 1-1; ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 47 019

ნორვიჩი-სუონსი 3:1
ნორვიჩი (4-5-1): რადი - ნაფტონი, ბერნეტი, მარტინი, ტიერნი - ბენეტი, ჯონსონი, ფოქსი, ჰულაჰანი (79. კროფტსი), პილკინგტონი - ს. მორისონი (67. ჰოლტი).
სუონსი (4-4-2): უორმი - რანგელი, უილიამსი, მონკი, ტეილორი (74. ე. რიჩარდსი) - დაიერი (69. ლიტა), ალენი, ბრიტონი, სინკლერი - რუტლიჯი (60. დობი), გრემი.
გოლები: 1:0 პილკინგტონი (1), 2:0 მარტინი (10), 2:1 გრემი (12), 3:1 პილკინგტონი (63)
გაფრთხილება: მონკი (სუონსი)
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 5-5; კარში დარტყმა: 18-12 (6-3); თამაშგარე: 1-2; ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 26 567

ქუინზ პარკი-ბლექბერნი 1:1
ქუინზ პარკი (4-3-3): კენი - ლ. იანგი, ჰოლი, ა. ფერდინანდი, ტრაორე - ბარტონი, დერი, ფაურლინი - მეკი (64. ტაარაბტი), რაიტ-ფილიპსი (83. სმიტი), ფერგიუსონი.
ბლექბერნი (4-5-1): რობინსონი - სალგადო, დანი, სამბა, ჟივე - ჰოილეტი, ნზონზი, პეტროვიჩი, ლოუი, ოლსონი - რობერტსი (68. გუდვილი).
გოლები: 1:0 ჰელგიუსონი (16), 1:1 სამბა (24)
გაფრთხილება: ჰოლი, ტრაორე, რაიტ-ფილიპსი - ნზონზი, ლოუი
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 11-16; კარში დარტყმა: 13-12 (3-6); თამაშგარე: 3-1; ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 16 487

სტოკი-ფულჰემი 2:0
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილკინსონი, აპსონი, შოუკროსი, უილსონი - პენანტი (82. უაიტჰედი), დილეპი, უილენი, ეზერინგტონი (90. დიაო) - უოლტერსი, კრაუჩი.
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - ბეირდი, ჰანგელანდი, ჰიუზი, რიისე - დემბელე (36. დაფი), მერფი (79. ეტუჰუ), სიდუელი, დემპსი - ზამორა, ჯონსონი (85. სა).
გოლები: 1:0 უოლტერსი (80), 2:0 დილეპი (87)
გაფრთხილება: აპსონი, დილეპი, უილენი, პენანტი - ბეირდი, მერფი, დაფი, ზამორა
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 14-18; კარში დარტყმა: 17-7 (4-1); თამაშგარე: 1-1; ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 26 890

უიგანი-ბოლტონი 1:3
უიგანი (4-4-2): ალ ჰაბსი - გოჰური (45. როდალეგა), ალკარასი, კოლდუელი, ბოისი - მაკარტი (76. მელოუნი), ჯონსი, უოტსონი (45. ფიგეროა), დიამე - მოზესი, დი სანტო.
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - ბოიატა, უიტერი, გ. კეჰილი, რობინსონი - იგლზი (90. მ. დევისი), რიო-კოკერი, პრეტლი, მ. პეტროვი (88. გარდნერი) - კ. დევისი, ნგოგი (85. კლასნიჩი).
გოლები: 0:1 რიო-კოკერი (4), 1:1 დიამე (40), 1:2 ნგოგი (45), 1:3 იგლზი (90)
პენალტი ვერ გაიტანა: კ. დევისი (77-ბოლტონი)
გაფრთხილება: ალკარასი, კოლდუელი, ფიგეროა, დი სანტი - რობინსონი, ბოიატა, პრეტლი, მ. პეტროვი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 17-17; კარში დარტყმა: 16-17 (2-10); თამაშგარე: 5-0; ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 17 261

ჩელსი-ევერტონი 3:1
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ბოსინგვა, ტერი, ივანოვიჩი, ე. კოული - მიკელი (77. რომეუ), ლემპარდი, რამირესი (65. მალუდა) - სტარიჯი, დროგბა, მატა (77. ანელკა).
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ჰიბერტი, დისტინი, ჯეგიელკა, ბეინესი - კოულმენი (61. დრენტე), ფელაინი, როდუელი, ოსმანი - ტ. კეჰილი (72. ფ. ნევილი), საა (81. ველიოსი).
გოლები: 1:0 სტარიჯი (31), 2:0 ტერი (41), 3:0 რამირესი (61), 3:1 ველიოსი (81)
გაფრთხილება: ე. კოული, სტარიჯი - ბეინესი, ფელაინი
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 14-11; კარში დარტყმა: 7-9 (5-2); თამაშგარე: 2-8; ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 41 789

ვესტ ბრომვიჩი-ვულვზი 2:0
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): ფოსტერი - რიდი, ოლსონი, მაკოლი, ჯონსი (85. შორი) - ბრანტი, მულუმბუ, შარნერი, ტჩოი (72. ოდემვინგე), ტომასი (81. ჯ. მორისონი) - ლონგი.
ვულვზი (4-5-1): ჰენესი - სტირმენი, ბერა, ჯონსონი, უორდი - ჰემილი (69. ჰანტი), ჰენრი, ო"ჰარა, მილიაში (55. ებანკს-ბლეიკი), ჯერვისი (75. გუედიოურა) - დოილი.
გოლები: 1:0 ბრანტი (8), 2:0 ოდემვინგე (75)
გაფრთხილება: ბერა (ვულვზი)
კუთხური: 3-11; ჯარიმა: 14-13; კარში დარტყმა: 18-19 (7-8); თამაშგარე: 9-0; ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 24 872

არსენალი-სანდერლენდი 2:1
არსენალი (4-3-3): შჩესნი - ჯენკინსონი, კოშელნი, მერტეზაკერი, გიბსი (50. სანტოსი) - სონგი, არტეტა, როსიცკი (77. ბენაიუნი) - უოლკოტი, ვან პერსი, ჟერვინიო (68. არშავინი).
სანდერლენდი (4-5-1): მინოლე - ო"ში, ტერნერი, ბრაუნი, რიჩარდსონი - ელმოჰამადი, ვუგანი, კოლბეკი, კეტერმოლი (87. გარდნერი), ლარსონი (67. ჯი) - სესენიონი (79. უიკჰემი).
გოლები: 1:0 ვან პერსი (1), 1:1 ლარსონი (31), 2:1 ვან პერსი (82)
გაფრთხილება: კოშელნი, სონგი, ვან პერსი - ვუგანი, ლარსონი, ბრაუნი
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 11-19; კარში დარტყმა: 21-8 (5-2); თამაშგარე: 2-5; ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 60 078

ნიუკასლი-ტოტენჰემი 2:2
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სიმპსონი (77. სანტონი), ს. ტეილორი, კოლოჩინი, რ. ტეილორი - ობერტანი, კაბაიე, ტიოტე, ხონასი - ბესტი (70. ამეობი), ბა (70. ბენ არფა).
ტოტენჰემი (4-4-2): ფრიდელი - უოკერი, კინგი (31. ბასონგი), კაბული, ასუ-ეკოტო - ვან დერ ვაარტი (64. დეფო), ლივერმოლი, პარკერი, ბეილი - მოდრიჩი, ადებაიორი (89. პავლიუჩენკო).
გოლები: 0:1 ვან დერ ვაარტი (40-პენ), 1:1 ბა (48), 1:2 დეფო (68), 2:2 ამეობი (86)
გაფრთხილება: ტიოტე - პარკერი, მოდრიჩი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 16-12; კარში დარტყმა: 11-9 (7-6); თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 46 420

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 8 7 1 0 27-6 22
2. იუნაიტედი 8 6 2 0 25-6 20
3. ჩელსი 8 6 1 1 20-9 19
4. ნიუკასლი 8 4 4 0 11-6 16
5. ლივერპული 8 4 2 2 11-9 14
6. ტოტენჰემი 7 4 1 2 13-12 13
7. სტოკი 8 3 3 2 6-8 12
8. ასტონ ვილა 8 2 5 1 10-9 11
9. ნორვიჩი 8 3 2 3 10-11 11
10. არსენალი 8 3 1 4 12-17 10
11. ქუინზ პარკი 8 2 3 3 6-14 9
12. ვესტ ბრომვიჩი 8 2 2 4 7-10 8
13. სუონსი 8 2 2 4 7-12 8
14. ფულჰემი 8 1 4 3 10-9 7
15. ევერტონი 7 2 1 4 7-11 7
16. ვულვზი 8 2 1 5 6-12 7
17. სანდერლენდი 8 1 3 4 10-10 6
18. ბოლტონი 8 2 0 6 12-22 6
19. უიგანი 8 1 2 5 6-14 5
20. ბლექბერნი 8 1 2 5 9-18 5

ბომბარდირები: 9 - რუნი (მანჩესტერი); 8 - აგუერო (სიტი); 6 - ჯეკო (სიტი); 5 - ბა (ნიუკასლი), ვან პერსი (არსენალი); 4 - აგბონლაჰორი (ასტონ ვილა), ლემპარდი (ჩელსი), სტარიჯი (ჩელსი), სუარესი (ლივერპული); 3 - ადებაიორი (ტოტენჰემი), ბალოტელი (მანჩესტერ სიტი), ბესტი (ნიუკასლი), დეფო (ტოტენჰემი), დი სანტო (უიგანი), ფლეტჩერი (ვულვერჰემპტონი), ჯონსონი (ფულჰემი), კლასნიჩი (ბოლტონი), ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლონგი (ვესტ ბრომვიჩი).

მომდევნო ტური
22 ოქტომბერი: ვულვერჰემპტონი-სუონსი, ასტონ ვილა-ვესტ ბრომვიჩი, ბოლტონი-სანდერლენდი, ნიუკასლი-უიგანი, ლივერპული-ნორვიჩი.

23 ოქტომბერი: არსენალი-სტოკი, ფულჰემი-ევერტონი, მანჩესტერ იუნაიტედი-მანჩესტერ სიტი, ბლექბერნი-ტოტენჰემი, ქუინზ პარკი-ჩელსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული