საქმე ის გახლავთ, რომ ვან პერსი „მეთოფეთა“ მიმართ ერთგულებას სიტყვიერად სულ ადასტურებს, მაგრამ მწვრთნელს მიაჩნია, რომ დროა ეს სიტყვები ხელშეკრულებაზე ბეჭდის დასმით გამყარდეს.
„სანდერლენდს“ ჰოლანდიელმა პირველი გოლი 29-ე წამზე გაუტანა - მიმდინარე სეზონში ეს, ჯერჯერობით, ყველაზე „სწრაფი გოლია“ - მეორე კი დაახლოებით 20 მეტრიდან, საჯარიმო დარტყმით შეაგდო. ვენგერმა თქვა:
„ის „არსენალთან“ კონტრაქტს თუ გააგრძელებს, იდეალური
მოგეხსენებათ, ვან პერსის კონტრაქტზე აქტიურად იმიტომ ალაპარაკდნენ, რომ თავდამსხმელს ძველი ხელშეკრულების ვადა ერთი წლის შემდეგ უმთავრდება და ფანები შიშობენ, რომ მომავალ ზაფხულს ის „ემირეიტ სთედიუმიდან“ წავა. თუ ეს მოხდა, გუნდი, რომელმაც გასულ ზაფხულს სესკ ფაბრეგასი და სამირ ნასრი დაკარგა, შესაძლოა კიდევ უფრო რთულ დღეში ჩავარდეს.
თავად ვან პერსიმ თქვა: „მე „არსენალის“ ერთგული ვარ და მორჩა. მესმის, რომ ფანები ღელავენ, მაგრამ ვთხოვ, ჩემს ერთგულებაში ეჭვს ნუ შეიტანენ. უკვე მერვე წელიწადია „მეთოფე“ ვარ და თუკი საქმე კლუბის ერთგული ფეხბურთელების ჩამოთვლაზე მიდგება, ჩემით უნდა დავიწყოთ“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"