ახლა მას იმედი აქვს, რომ ისტლენდელებთან ერთად გააკეთებს იმავეს, რაც ადრე, იტალიაში, „ინტერთან“ ერთად გაუკეთებია. მოგეხსენებათ, შაბათს, „ასტონ ვილას“ შთამბეჭდავად, 4:1 დამარცხებამ „სიტი“ პრემიერლიგის ცხრილის სათავეში გადაიყვანა. რვა ტურის შემდეგ „სიტი“ თანაქალაქელ „იუნაიტედს“ ორი ქულით უსწრებს, დანარჩენი კი მომდევნო კვირას, „ოლდ ტრეფორდზე“, მათ უშუალო დაპირისპირებაში გაირკვევა. მანჩინიმ თქვა:
„ჩემს გუნდში ყველამ უნდა გაიგოს, რომ თუ პირველ ადგილზე დარჩენა გვინდა,
რასაკვირველია, ყველაფერს სჯობს, როდესაც მთელი სეზონის განმავლობაში პირველ ადგილზე მიდიხარ და თან მდევარს შვიდი-რვა ქულით უსწრებ, მაგრამ ამაზე ფიქრი არ შეიძლება. მთავარია ყოველი ტურის შემდეგ ინარჩუნებდე ლიდერობას. ფანებს უხარიათ „მანჩესტერ სიტი“ პირველ ადგილზე რომ გადავიდა და სრული უფლება აქვთ გუნდისგან სწორედ ამას ითხოვდნენ. ჩვენც ამისათვის ვმუშაობთ და ყველა ღონეს ვიხმართ, ლიდერობა რაც შეიძლება დიდხანს რომ შევინარჩუნოთ“.
ფაქტია: „სიტის“ ასე კარგად სეზონი არასდროს დაუწყია. ისტლენდელებმა რვა ტურიდან შვიდში გაიმარჯვეს, ერთში კი ფრედ ითამაშეს.
მიმომხილველები წერენ, რომ შაბათის გამარჯვება ყველაფერთან ერთად კიდევ ერთი მესიჯი იყო 27 წლის არგენტინელი თავდამსხმელისთვის, კარლოს ტევესისთვის, რომ გუნდი მის გარეშეც შესანიშნავად გრძნობს თავს. თუმცა, მანჩინიმ ტევესის თემაზე ლაპარაკს თავი აარიდა. მან თქვა, რომ „სიტიმ“ ჩემპიონატი ღონივრად დაიწყო და ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"