ტევესს "ბოკა" უშველის?

AutoSharing Option
27 წლის კარლოს ტევესის მანჩესტერული ჯოჯოხეთიდან დასახსნელად თავი არგენტინულმა "ბოკა ხუნიორსმა" გამოიდო. ბუენოს აირესის კლუბი ყველა ღონეს ხმარობს, რომ ფეხბურთელის საგანგებო წესით ქირაობის ნება დართონ - თავად "ბოკას" 24 წლის ფორვარდი, ლუკას ვიატრი ნახევარი წლით დაუშავდა და შეტევის გამწვავება სჭირდება.

იმ იმედით, რომ ახალ თავდამსხმელს მომავალ კვირაში დაიმატებს, "ბოკა ხუნიორსის" ვიცე-პრეზიდენტი, ხოსე ბერალდი "სიტისთან" სინჯავს ნიადაგს:

"ჩვენ ჩვენსას ვცდით და "მანჩესტერ სიტის" კარლოს ტევესის შესახებ დაველაპარაკებით. ტევესს ამ გუნდში ხომ მაინც არ ათამაშებენ. კარგად ვიცით, რომ ამ საქმიდან შესაძლოა არაფერი
გამოვიდეს, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა".

შეძლებს თუ არა სამხრეთამერიკული კლუბი პრემიერლიგის ლიდერისთვის საინტერესო ფიფანსური წინადადების მომზადებას, უახლოეს
პერიოდში გამოჩნდება. გარდა ამისა, ისტლენდზე ტევესის საქმის გარჩევაა დანიშნული - მოგეხსენებათ, ფეხბურთელმა, მიუნხენში, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, მწვრთნელ რობერტო მანჩინის მოედანზე შესვლაზე უარი განუცხადა, რის გამოც კლუბი მას დასჯას უპირებს.
ბერალდიმ დასძინა: "კარლიტოსთვის ჩვენი კლუბის კარი ყოველთვის ღიაა. ის "ბოკას" გულშემატკივართა კერპი და ჩვენი მრავალი წარმატების მიზეზია. "ბოკა ხუნიორსი" ტევესის სახლია, ის ამ კლუბში გაიზარდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული