მგლური კანონი

AutoSharing Option
"ვულვერჰემპტონის", იმავე "ვულვზის" ანუ მგლების ფანებმა youtube.com-ზე თავიანთი გადაღებული ვიდეო დააგდეს. ჩანაწერზე ჩანს, როგორ შარდავენ ისინი "ვესტ ბრომვიჩის" მოედანზე კვირას გამართული რეგიონული დერბის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ "ვესტ ბრომვიჩმა" "ვულვზს" 2:0 მოუგო.

ჩანაწერზე განმარტებაა მიწერილი: "მათ შესაძლოა მოიგეს, მაგრამ ბოლოს მაინც ჩვენ გავიცინეთ".

შემდეგ მკაფიოდ ისმის, როგორ ამბობს ის, ვინც ამ ხულიგნობას იღებს, ცინიკურად: "ესეც ჩვენ, პირდაპირ "ალბიონის" ცენტრალურ წრეში ვშარდავთ. იმ შემთხვევაში თუ ვინმე გვიჩივლებს და საქმე სასამართლოზე მიდგება, ვაცხადებ, რომ ეს მშვიდობიანი აქციაა. ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვქონია მიზნად".

საინტერესო ის არის, რომ "ვესტ ბრომვიჩის" სტადიონის, "ჰოუთორნზის" დაცვამ ეს ყველაფერი ვერ შეამჩნია. ახლა კლუბი გამოძიებას აწარმოებს.

ცნობისათვის, "ვულვზისა" და "ვესტ ბრომვიჩის" სტადიონებს შორის 20 კილომეტრი და 300 მეტრია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული