"ლურჯების" მეპატრონე რომან აბრამოვიჩი "ბრიჯის" 14 ათასივე მეწილის აქციის გამოსყიდვას აპირებს, რათა ტერიტორიას, რომელზეც დასავლეთლონდონელთა სტადიონია, მთლიანად დაესაკუთროს.
აღსანიშნავია, რომ გუნდის ფანებს მოვლენათა ასეთი განვითარება მაინც და მაინც არ მოსწონთ, რადგან კარგად იციან, რომ ამას, შემდეგ, სადმე სხვაგან, ახალი სტადიონის აშენება მოჰყვება.
ამრიგად, ლონდონში წამოიწყეს კამპანია სახელწოდებით, უფრო სწორედ კი ლოზუნგით "ჩელსის მოედნის მესაკუთრე, თქვი უარი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"