ვილაშ-ბოაში: დაანებეთ პრემიერლიგას თავი

AutoSharing Option
"ჩელსის" პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა პრემიერლიგის შეფებს სთხოვა, შეჯიბრების ნაცად და ათწლეულებს გამოტარებულ ფორმატს თავი დაანებონ. ასეთი გახლდათ 34 წლის (ორშაბათს გახდა) სპეციალისტის რეაქცია ზოგიერთი კლუბის უცხოელი მეპატრონის იდეაზე, პრემიერლიგა ჩაკეტონ ანუ იქიდან არც ვინმე გააგდონ და არც ქვედა ლიგებიდან დააწინარონ გამარჯვებულები.
ახალ იდეას ინგლისის მენეჯერთა (ანუ მწვრთნელთა) ასოციაციის შეფი, რიჩარდ ბივენი აღუდგა და ვილაშ-ბოაშმაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ერთ-ერთი, რითაც ინგლისურ ფეხბურთს შეუძლია იამაყოს ტრადიციაა. ის, რამაც საუკუნეზე მეტ ხანს გაუძლო და რითაც ინგლისური ფეხბურთი თავის ხიბლს ინ
არჩუნებს. ტრადიციების დარღვევა არ შეიძლება. ეს ისეთი რამ არის, რასაც ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ. ჩემი ეს პოზიცია მყარია. პრემიერლიგის ფორმატის ნებისმიერ ცვლას ვეწინააღმდეგები".

შემდეგ, ვილაშ-ბოაშმა, რომელიც სულ ოთხი თვეა რაც ინგლისში მუშაობს, თქვა, რომ ვერასოდეს აპატიებს საკუთარ თავს თუკი იმ ხალხს, ვინც მისგან ახალ გარემოში წარმატებას ითხოვს, იმედს გაუცრუებს. მეორე მხრივ, მან თქვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცის, სერ ალექს ფერგიუსონის მსგავს კარიერაზე არ ოცნებობს:

"ნამდვილად არ მინდა ერთსა და იმავე ადგილზე ძალიან დიდი ხანი ვიმუშაო. აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ვიგრძნობ, რომ აქ მუშაობამ უკვე დამაკმაყოფილა და სხვაგან წავალ. რასაკვირველია, ლამაზი ფეხბურთის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იმ კაბინეტში შეხედვაა, სადაც ჯილდოებს ინახავ. სწორედ ამიტომ მინდა რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიპოვო, მითუფრო ისეთ ძლიერ გუნდთან ერთად, როგორიც "ჩელსია". ამიტომაც არასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს თუკი "სტემფორდ ბრიჯიდან" ხელცარიელი წავალ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული