მისი თანაგუნდელი, 29 წლის თავდამსხმელი, ჯერმაინ დეფო კი თამამად აცხადებს, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე დისკვალიფიცირებულ უეინ რუნის შეცვლის. "ნიუკასლ იუნაიტედთან" ზემოთ ნახსენებ შეხვედრაში დეფომ დაამტკიცა, რომ
შეგახსენებთ, რომ რუნის, ჩერნოგორიასთან შესარჩევ შეხვედრაში გაძევების გამო, უეფამ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ მანჩესტერელი პოლონეთსა და უკრაინაში, ჯგუფური ეტაპის შეხვედრებში ვერ ითამაშებს. შესაბამისად, ნაკრების მწვრთნელ ფაბიო კაპელოს მისი შემცვლელი სჭირდება.
დეფო ეროვნულ გუნდში პირველად 2004 წელს გამოჩნდა, რის შემდეგაც 46 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლი გაიტანა. "დეზების" ფორვარდმა თქვა:
"როდესაც ფიზიკურად კარგად ვარ მომზადებული და ისეთ ფორმაში ვარ, როგორშიც ახლა, გოლების გატანა ნებისმიერ დონეზე შემიძლია, მათ შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზეც. ინგლისის ნაკრებში კარგი შედეგი მაქვს და ჩერნოგორიასთან შეხვედრის წინ განაცხადში რომ არ შემიყვანეს, ნაწყენი დავრჩი. ახლა ორმაგად მწურია გოლების გატანა. მწვრთნელმა ძალიან კარგად იცის ჩემი შესაძლებლობების ამბავი, ასე რომ, ველოდები რას გადაწყვეტს. მე, ჩემი მხრივ, ყველა ღონეს ვიხმარ, რათა კაპელოს თავი მოვაწონო და გაისად ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდე".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"