გაიმარჯვებს "სიტი" ჩემპიონთა ლიგაზე?

AutoSharing Option
საინტერესო წერილი გამოაქვეყნა ინგლისურმა ტაბლოიდმა, "სანმა". მან საკუთარ თავს დაუსვა რამდენიმე კითხვა, რომელთაც საბოლოოდ ერთ დიდ კითხვამდე მივყავართ: შეძლებს თუ არა "მანჩესტერ სიტი" მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას? შეიძლება პირიქითაც ვთქვათ, "სანმა" მთავარი კითხვა რამდენიმე ქვე-შეკითხვად დაჰყო და თითოეულზე ცალსკე გასცა პასუხი. გთავაზობთ ყველაზე დიდტირაჟიანი ინგლისური გამოცემის ამ მოკლე წერილს, რომელსაც მისი ჟურნალისტები... მთავარ კითხვაზე მკაფიო პასუხის გარეშე სტოვებენ.

მზად არის "სიტის" შემადგენლობა ასეთ შეჯიბრებაში მოსაგებად?
"მანჩესტერ სიტის" შემადგენლობისა ევროპის ნებისმიერ გუნდს შურს და თვით "ბარსელონასაც" კი არ უნდოდა ჯგუფურ
ეტაპზე ისტლენდელებთან შეხვედრა, თუმცა ამ ფეხბურთელებს, ერთად, ჩემპიონთა ლიგაში თამაშის გამოცდილება არ აქვთ. ასე რომ, ამ კითხვაზე პასუხია: არა.

არის რობერტო მანჩინი ის მწვრთნელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება შეუძლია?
რობერტო მანჩინი იტალიაში მუშაობის წლებში ჯილდოს ჯილდოზე იგებდა, თუმცა, როდესაც საქმე ჩემპიონთა ლიგაზე მიდგებოდა, ის ვერაფერს ახერხებდა. სწორედ ამიტომ გაუშვეს მანჩინი "ინტერიდან", მისმა შემცვლელმა, ჟოზე მოურინიომ კი აჩვენა თუ როგორ უნდა ლიგაში გამარჯვება. ასე რომ, ამ კითხვაზე პასუხია: არა.

სჭირდება "სიტის" კარლოს ტევესი?
ტევესს ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებულის მედალი "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის დროს ერგო, ასე რომ, თეორიულად, ის საჭირო ფეხბურთელი უნდა იყოს, თუმცა ყოველდღიურობა გვაჩვენებს, რომ ისტლენდელები მის გარეშეც შესანიშნავად თამაშობენ. "სიტის" შეტევაში თავი ბალოტელიმ, აგუერომ და ჯეკომ გამოიჩინეს. ასე რომ, ამ კითხვაზე პასუხია: არა.

შეუშლის სიტის ხელს მისი ფეხბურთელების ეგო?
"ეტიჰედ სთედიუმზე" ამპარტავანი ფეხბურთელები მართლაც მრავლად არიან. ამის ნათელი მაგალითი თუნდაც კარლოს ტევესის მიუნხენური საქციელია, მაგრამ მანჩინი მტკიცე ხასიათის კაცია და ბევრჯერ დაუმტკიცებია, რომ ტევესის და ჯეკოს მსგავს ამბიციურ ადამიანებთან ურთიერთობა ეხერხება. ასე რომ ამ კითხვაზე პასუხია: არა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული