რა უქნა "სიტიმ" "იუნაიტედს"?

AutoSharing Option
აჯობა? არა, ეს ის ისტყვა არ არის, რომელიც ზუსტად აღწერს იმას რაც "ოლდ ტრეფორდზე" "მანჩესტერ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედს" დამართა. ალბათ, უფრო გაანადგურა!

არ გვინდა ძალიან მძაფრად ვთქვათ, მაგრამ, ვინაიდან საქმე მანჩესტერულ დერბის ეხება, არც ის იქნება ზედმეტი, რომ დავწეროთ შეურაცხყოფა მიაყენაო. "იუნაიტედი" ხომ "სიტისგან" უბრალო დამარცხებასაც ითაკილებდა, 6:1 კი...

პირველი და ვინ იცის, გარდამტეხი დარტყმები მასპინძლებს ისტლენდელთა შერეკილმა აფრო-იტალიელმა თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ მიაყენა. ეს ის ბალოტელია, რომელსაც თამაშის დილას მთელი ინგლისური პრესა დასცინოდა, ფეიერვერკის შეეშინდაო. ყოფილა რაღაც შემთხვევა, რომელზეც ახლა
დროს ვერ დავხარჯავთ - "იუნაიტედის" კარში პირველი და მეორე გოლების ავტორს საკუთარ სახლში მოტკაცუნე მაშხალების შეშინებია. თუმცა, გადამწყვეტი დარტყმა "იუნაიტედს" შესაძლოა 47-ე წუთზე ჯონი ევანსის გაძევებამ მიაყენა, რის მერეც ინგლისის ჩემპიონი მოედანზე უმცირესობაში დარჩა.

ასეა თუ ისე, ევანსის გაძევებაც ბალოტელის დამსახურებაა - სწორედ იტალიელმა მოიპოვა ის ჯარიმა, რომლის გამოც მსაჯმა მარკ კლეტენბერგმა მასპინძლების მცველს პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა. ორი გოლი გაიტანა მოედანზე მოგვიანებით შესულმა ედინ ჯეკომაც, სერზიო აგუერომ და დავიდ სილვამ კი თითო გაიტანეს. "იუნაიტედს" თავი შეუძლია იმით დაიმშვიდოს, რომ 81-ე წუთზე დარენ ფლეტჩერმა დიდოსტატური გოლი გაიტანა.

"სიტის" გამარჯვებამ რობერტო მანჩინის ბიჭები ცხრილში "იუნაიტედზე" 5 ქულით წინ დააყენა. გარდა ამისა, გუშინდელმა შედეგმა სტატისტიკაში შეიტანა ცვლილება: დავიწყოთ იმით, რომ "ლურჯ მანჩესტერელებს" "წითელი მანჩესტერელებისთვის" მათ მოედანზე 1974 წლის შემდეგ არ ჰქონდათ მოგებული, ამასთან დავძინოთ, რომ "იუნაიტედმა" 2010 წლის აპრილის შემდეგ "ოლდ ტრეფორდზე" პირველად წააგო და ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ საკუთარ კედლებში, პრემიერლიგის თამაშებს, ინგლისის ჩემპიონი იგებდა და იგებდა - კვირის ფიასკომდე ზედიზედ 19 ჰქონდა მოგებული.

"ეს იყო ისტორიაში ჩვენი ყველაზე ცუდი დამარცხება - თქვა მატჩის შემდეგ "იუნაიტედის" დაზაფრულმა თავკაცმა, სერ ალექს ფერგიუსონმა - პირადად მე ასეთი ანგარიშით არასდროს წამიგია, ფეხბურთელობის დროსაც კი. რაც დღეს მოხდა, ჩემთვის ნამდვილი გამოწვევაა. ვერც კი ვიჯერებ, რომ 6:1 წავაგეთ. რასაკვირველია, პირველმა გოლმა ჩვენზე ძალიან იმოქმედა, მაგრამ 1:0- გამოსწორება კიდევ შეიძლება. აი, ფეხბურთელის გაძევებამ კი მოგვკლა".

ამ შეხვედრის პარალელურად ლონდონში, "ემირეიტ სთედიუმზე" "არსენალისა" და "სტოკის" შეხვედრა მიმდინარეობდა. მასპინძლებმა მოიგეს 3:1. "მეთოფეთა" გუნდში მთავარი სიტყვა შეცვლაზე შესულმა რობინ ვან პერსიმ თქვა. მან ორი გოლი გაიტანა. ეს გახლდათ არსენ ვენგერის შეგირდების ზედიზედ მეოთხე საშინაო გამარჯვება.

"ვან პერსის მოედანზე შეშვება ერთგვარი რისკი იყო, მაგრამ ეს ფეხბურთელი განსაკუთრებული ნიჭით გახლავთ დაჯილდოებული. მას მეტოქეთა დაცვის გარღვევა ეხერხება და, როდესაც ის მოედანზეა, ჩემი ბიჭები საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები არიან" -თქვა მატჩის შემდეგ ვენგერმა.

"ევერტონმა" კი დასავლეთ ლონდონში, "ფულჰემთან" შეხვედრაში, 1:1 არ იკმარა და სულ ბოლო წუთებში ორი გოლი შეაგდო.
"ბლექბერნმა" "ტოტენჰემ ჰოთსპურთან" შინ წააგო. დედაქალაქიდან ჩასულ სტუმრებს წარმატება რაფაელ ვან დერ ვაარტის ორმა ოსტატურმა დარტყმამ მოუტანა, მასპინძლების თავკაც სტივ კინს კი სამსახურის შესანარჩუნებლად დიდი იღბალი დასჭირდება - სპეციალისტს, რომელმაც გუნდს 30 შეხვედრაში უხელმძღვანელა და ექვსზე მეტი ვერ მოიგო, დაგვეთანხმებით, მართლაც სჭირდება იღბალი.

დასავლეთლონდონური დერბი კი მეტისმეტად "ავზნიანი" გამოდგა - "ქუინზ პარკ რეინჯერსმა" "ჩელსის" ჰეიდარ ჰელგიუსონის მიერ პირველ ტაიმში გატანილი პენალტის წყალობით მოუგო. ჰელგიუსონმა დავიდ ლუიზთან ორთაბრძოლაში თავად მოიპოვა ეს პენალტი. "ავზნიანი" კი მატჩს ორი გაძევებისა და უამრავი ყვითელი ბარათის გამო ვუწოდეთ. თავიდან მსაჯმა ჟოზე ბოსინგვა გააგდო - "ლურჯების" პორტუგალიელმა მცველმა შონ რაიტ-ფილიპსის წინააღმდეგ იუხეშა, შემდეგ კი დიდიე დროგბამ იხილა წითელი. მიზეზი ადელ ტაარაბტზე თავდასხმა გახლდათ.

"ლივერპულმა" ოთხეულთან მიახლოების კარგი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან - "ენფილდზე" "ნორვიჩს" უმასპინძლა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა. თავიდან მერსისაიდელები იგებდნენ, მაგრამ ჯერ ერთი დაცვაში დაუშვეს ბევრი შეცდომა და მეორეც, საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს. ამ ორმა ფაქტორმა საბოლოოდ ის მოიტანა, რომ გრანტ ჰოლტმა ანგარიში გაათანაბრა და კენი დალგლიშის გუნდი ხახამშრალი დატოვა. ზემოთ მასპინძელთა მომენტები ვახსენეთ: "წითლებმა" მარტო სამჯერ ძელს გაარტყეს ბურთი, შექმნეს მრავალი სხვა შესაძლებლობაც, მაგრამ ერთადერთი, რაც მოახერხეს, პირველი ტაიმის ბოლოს კრეიგ ბელამის მიერ თავისი ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი იყო. მატჩის შემდეგ დალგლიშმა განაცხადა:

"რასაკვირველია, ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ სეზონის განმავლობაში იქნება ისეთი შეხვედრებიც, რომელთაც გაცილებით უხარისხოდ ჩავატარებთ, მაგრამ მოვიგებთ. დღეს გამარჯვებას ვიმსახურებდით, მეორე მხრივ კი საგოლე მომენტების გამოყენება უნდა ვიცოდეთ, თორემ დავისჯებით".

მერვე ტურამდე, "ლივერპული" მეოთხე ადგილზე მყოფ "ნიუკასლს" ორი ქულით ჩამორჩებოდა, ახლა კი სხვაობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ოთხი ქულა გახდა. ეს "კაჭკაჭების" ფრანგი ნახევარმცველის, 25 წლის იოან კაბაიეს დამსახურებაა, რომელმაც "სენტ ჯეიმს პარკზე", "უიგანთან" შეხვედრის მე-80 წუთზე ახალ გუნდში თავისი პირველი გოლი გაიტანა. გოლის გატანის წუთი, დაგვეთანხმებით, იმას მიუთითებს, რომ მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გასწია, მაგრამ საბოლოოდ გატყდა და... ზედიზედ ექვსი წაგება დაუგროვდა. "ნიუკასლს" გადასარევად ნამდვილად არ უთამაშია, მაგრამ, როგორც ხედავთ, გაიმარჯვა და კვლავ დაუმარცხებელია.

"იოანი მართლაც მაღალი კლასის ფეხბურთელია. მან ჩვენი გუნდის თამაშს ელეგანტურობა შემატა და ეს ყველას სიამოვნებს. კაბაიეს წყალობით ჩვენს, "დაარტყი და გამოეკიდეს" სტილის ფეხბურთს "სუნელები" შეერია. ის შესანიშნავი ადამიანი და ფეხბურთელია. მის შემომატებას ყოველ ტურში ვგრძნობთ. "უიგანის" კარში გატანილი გოლი იოანს ფანებთან კიდევ უფრო დააახლოვებს" - თქვა "კაჭკაჭების" გახარებულმა მწვრთნელმა, ალან პერდიუმ.

შაბათს ჩატარებულ სხვა მატჩებზე კი მოკლედ მოგახსენებთ: "ვულვერჰემპტონი" "სუონსისთან" შინ 2:0-ს აგებდა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ორი გოლი გაიტანა და ზედიზედ ხუთი წაგების შემდეგ, როგორც იქნა, ქულაც მოიპოვა. უელსური გუნდი კი პრემიერლიგაში სტუმრად პირველ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ხელი მოეცარა; სტუმრად მოგებაზე ვლაპარაკობდით და "ვესტ ბრომვიჩს", ბირმინგემში, "ასტონ ვილა" 32 წლის მანძილზე არ ჰყავდა დამარცხებული - ახლა, შეძლო. თან, პირველ ტაიმში კრის ბრანტმა პენალტიც ვერ გამოიყენა. ამ ეპიზოდში მსაჯმა ფილ დოდმა გარდა იმისა, რომ პენალტი დანიშნა, მასპინძლებს კრის ჰერდიც გაუძევა მოედნიდან. მსაჯმა მიიჩნია, რომ ჰერდი იონას ოლსონს ისეთ ეპიზოდში ეუხეშა, როდესაც ისინი ბურთისთვის არ ებრძოდნენ ერთმანეთს; და კიდევ ერთი სტუმრად გამარჯვება: "სანდერლენდმა" შეხვედრის ბოლო 10 წუთში გატანილი ორი გოლით ამ სეზონში სხვის მოედანზე პირველად გაიმარჯვა. მის მიერ დამარცხებულმა "ბოლტონმა", შინ უკვე მეხუთე შეხვედრაში ქულა ვერ მოიპოვა.


პრემიერლიგა. IX ტური
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 9 8 1 0 33-7 25
2. იუნაიტედი 9 6 2 1 26-12 20
3. ჩელსი 9 6 1 2 20-10 19
4. ნიუკასლი 9 5 4 0 12-6 19
5. ტოტენჰემი 8 5 1 2 15-13 16
6. ლივერპული 9 4 3 2 12-10 15
7. არსენალი 9 4 1 4 15-18 13
8. ნორვიჩი 9 3 3 3 11-12 12
9. სტოკი 9 3 3 3 7-11 12
10. ქუინზ პარკი 9 3 3 3 7-14 12
11. ასტონ ვილა 9 2 5 2 11-11 11
12. ვესტ ბრომვიჩი 9 3 2 4 9-11 11
13. ევერტონი 8 3 1 4 10-12 10
14. სანდერლენდი 9 2 3 4 12-10 9
15. სუონსი 9 2 3 4 9-14 9
16. ვულვზი 9 2 2 5 8-14 8
17. ფულჰემი 9 1 4 4 11-12 7
18. ბოლტონი 9 2 0 7 12-24 6
19. უიგანი 9 1 2 6 6-15 5
20. ბლექბერნი 9 1 2 6 10-20 5

ბომბარდირები:
9 - აგუერო (სიტი), რუნი (მანჩესტერი); 8 - ჯეკო (სიტი); 7 - ვან პერსი (არსენალი); 5 - ბა (ნიუკასლი), ბალოტელი (მანჩესტერ სიტი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 4 - აგბონლაჰორი (ასტონ ვილა), ლემპარდი (ჩელსი), სტარიჯი (ჩელსი), სუარესი (ლივერპული); 3 - ადებაიორი (ტოტენჰემი), ბენტი (ასტონ ვილა), ბესტი (ნიუკასლი), დეფო (ტოტენჰემი), დი სანტო (უიგანი), ფლეტჩერი (ვულვერჰემპტონი), ჯონსონი (ფულჰემი), კლასნიჩი (ბოლტონი), ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლონგი (ვესტ ბრომვიჩი).

მომდევნო ტური
29 ოქტომბერი: ევერტონი-მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი-არსენალი, მანჩესტერ სიტი-ვულვერჰემპტონი, ნორვიჩი-ბლექბერნი, სანდერლენდი-ასტონ ვილა, სუონსი-ბოლტონი, უიგანი-ფულჰემი, ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული.
30 ოქტომბერი. ტოტენჰემი-ქუინზ პარკი.
31 ოქტომბერი. სტოკი-ნიუკასლი.

ვულვერჰემპტონი-სუონსი 2:2
ვულვერჰემპტონი (4-4-2): ჰენესი - სტირმენი, ბერა, რ. ჯონსონი, უორდი - ჰემილი (68. მილიაში), ო’ჰარა, ჰენრი, ჯერვისი (68. გუედიოურა) - დოილი, ებანკს-ბლეიკი (83. ვოუკსი).
სუონსი (4-5-1): ვორმი - რანგელი, უილიამსი, მონკი, ნ. ტეილორი - დაიერი (83. რუტლიჯი), გოვერი (86. მორასი), ბრიტონი (75. ორლანდი), ალენი, სინკლერი - გრემი.
გოლები: 0:1 გრემი (23), 0:2 ალენი (35), 1:2 დოილი (84), 2:2 ო’ჰარა (86)
გაფრთხილება: სტირმენი, ო’ჰარა (ორივე ვულვერჰემპტონი)
კუთხური: 8-13; ჯარიმა: 13-11; კარში დარტყმა: 22-17 (9-9); თამაშგარე: 1-1; ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 25 216

ასტონ ვილა-ვესტ ბრომვიჩი 1:2
ასტონ ვილა (4-4-2): გივენი - ჰატონი (41. კუელარი), კოლინზი, დანი, უორნოკი - ჰერდი, ს. პეტროვი, ბენანი (68. ოლბრაიტონი), ნ’ზოგბია (60. ჰესკი) - ბენტი, აგბონლაჰორი.
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - რიდი, მაკოლი, ოლსონი, ბ. ჯონსი - ბრანტი, მულუმბუ (78. ჯ. მორისონი), შარნერი, ტომასი - ოდემვინგე, ლონგი (19. ტჩოი).
გოლები: 1:0 ბენტი (23-პენ), 1:1 ოლსონი (45), 1:2 შარნერი (57)
ვერ გაიტანა პენალტი: ბრანტი (36-ვესტ ბრომვიჩი)
გაფრთხილება: ჰატონი, გივენი - ბ. ჯონსი, შარნერი, მულუმბუ
გაძევება: ჰერდი (35-ასტონ ვილა)
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 13-10; კარში დარტყმა: 5-8 (1-4); თამაშგარე: 0-5; ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 34 152

ბოლტონი-სანდერლენდი 0:2
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - ბოიატა (53. გარდნერი), გ. კეჰილი, უიტერი, რობინსონი - იგლსზი, რიო-კოკერი, პრეტლი, მ. პეტროვი (65. კაკუტა) - კ. დევისი (65. კლასნიჩი), ნ’გოგი.
სანდერლენდი (4-4-2): მინოლე- ო’ში, ტერნერი, ბრაუნი, რიჩარდსონი (87. რიჩარდსონი) - უიკჰემი, ვუგანი, კოლბეკი, ლარსონი - სესენიონი, ბენდტნერი.
გოლები: 0:1 სესენიონი (83), 0:2 ბენდტნერი (90)
გაფრთხილება: ტერნერი, სესენიონი, კოლბეკი (ყველა სანდერლენდი)
კუთხური: 2-11; ჯარიმა: 21-18; კარში დარტყმა: 11-12 (5-6); თამაშგარე: 1-4; ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 24 349

ნიუკასლი-უიგანი 1:0
ნიუკასლი (4-4-2): კრული - სიმპსონი, რ. ტეილორი, კოლოჩინი, ს. ტეილორი - ობერტანი (77. მარვო), კაბაიე, ტიოტე, ხონასი - ბესტი (46. ბენ არფა), ბა (68. ამეობი).
უიგანი (4-3-3): ალ ჰაბსი - ბოისი, ალკარასი, კოლდუელი, ფიგეროა - კრუსატი (82. სემონი), დიამე, უოტსონი (82. მაკარტური) - მოზესი, როდალეგა, დ. ჯონსი.
გოლი: 1:0 კაბაიე (86)
გაფრთხილება: კაბაიე, ბესტი, სიმპსონი - დ. ჯონსი, ფიგეროა
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 25-8; კარში დარტყმა: 9-10 (4-2); თამაშგარე: 1-3; ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 48 321

ლივერპული-ნორვიჩი 1:1
ლივერპული (4-4-2): რეინა - გ. ჯონსონი, შკრტელი, კარაგერი, ენრიკე - კუიტი (90. აგერი), ადამი, ჯერარდი, დაუნინგი (80. ქეროლი) - სუარესი, ბელამი (69. ჰენდერსონი).
ნორვიჩი (4-5-1): რადი - ნაფტონი, ბარნეტი, მარტინი, ტიერნი - ბენეტი (57. ჰოლტი), ბ. ჯონსონი, ფოქსი, ჰულაჰანი, პილკინგტონი (90. კროფტსი) - მორისონი.
გოლები: 1:0 ბელამი (45), 1:1 ჰოლტი (60)
გაფრთხილება: ტიერნი (ნორვიჩი)
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 6-8; კარში დარტყმა: 29-12 (9-7); თამაშგარე: 9-0; ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 44 931

არსენალი-სტოკი 3:1
არსენალი (4-4-2): შჩესნი - დჯურუ, კოშელნი, მერტეზაკერი, სანტოსი - უოლკოტი (71. არშავინი), არტეტა, სონგი, ჟერვინიო (90. ფრიმპონგი) - რემსი, შამახი (67. ვან პერსი).
სტოკი (4-5-1): ბეგოვიჩი - უილკინსონი, აპსონი, შოუკროსი, უილსონი - ეზერინგტონი (74. ჯერომი), უილენი, უაიტჰედი, დილეპი (60. დიაო), უოლტერსი - კრაუჩი (74. კ. ჯონსი).
გოლები: 1:0 ჟერვინიო (27), 1:1 კრაუჩი (34), 2:1 ვან პერსი (73), 3:1 ვან პერსი (82)
გაფრთხილება: უაიტჰედი, უილკინსონი (ორივე სტოკი)
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 10-12; კარში დარტყმა: 9-8 (4-1); თამაშგარე: 2-2; ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 59 671

ფულჰემი-ევერტონი 1:3
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - გრიგერა (90. ჰიუზი), ჰანგელანდი, ბეირდი, რიისე - დემბელე, მერფი (65. რუისი), სიდუელი, დემპსი - ე. ჯონსონი, ზამორა.
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ჰიბერტი, დისტინი, ჯეგიელკა, ბეინესი - დრენტე, როდუელი, ფ. ნევილი (75. კოულმენი), ოსმანი (75. ტ. კეჰილი) - ფელაინი, ველიოსი (50. საა).
გოლები: 0:1 დრენტე (3), 1:1 რუისი (67), 1:2 საა (90), 1:3 როდუელი (90)
გაფრთხილება: ე. ჯონსონი, სიდუელი, ბეირდი - დისტინი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 12-8; კარში დარტყმა: 15-12 (4-5); თამაშგარე: 0-1; ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 25 646

მანჩესტერ იუნაიტედი-მანჩესტერ სიტი 1:6 [იხილეთ ვიდეო]
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - სმოლინგი, ევანსი, რ. ფერდინანდი, ევრა - ნანი (66. ერნანდესი), ანდერსონი (66. ჯონსი), ფლეტჩერი, იანგი - რუნი, უელბეკი.
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი - რიჩარდსი, ლესკოტი, კომპანი, კლიში - მილნერი (89. კოლაროვი), ბერი, ი. ტურე, სილვა - აგუერო (76. ნასრი), ბალოტელი (70. ჯეკო).
გოლები: 0:1 ბალოტელი (22), 0:2 ბალოტელი (60), 0:3 აგუერო (69), 1:3 ფლეტჩერი (81), 1:4 ჯეკო (89), 1:5 სილვა (90), 1:6 ჯეკო (90)
გაფრთხილება: ანდერსონი, ევრა, სმოლინგი, უელბეკი - ბალოტელი, კომპანი, რიჩარდსი
გაძევება: ევანსი (47)
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 15-12; კარში დარტყმა: 11-22 (4-7); თამაშგარე: 1-1; ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 75 487

ბლექბერნი-ტოტენჰემი 1:2
ბლექბერნი (4-4-2): რობინსონი - ლოუი, ჟივე, სამბა, ოლსონი - ვუცკევიჩი (70. როჩინა), პედერსენი, ნზონზი, ჰოილეტი - ფირმიცა (70. იაკუბუ), რობერტსი (82. გუდვილი).
ტოტენჰემი (4-4-2): ფრიდელი - უოქერი, ბასონგი, ქაბული, ასუ-ეკოტო - ლენონი (70. როუზი), პარკერი, მოდრიჩი, ბეილი - ვან დერ ვაარტი (88. დეფო), ადებაიორი.
გოლები: 0:1 ვან დერ ვაარტი (15), 1:1 ფორმიცა (28), 1:2 ვან დერ ვაარტი (53)
გაფრთხილება: ნზონზი, ლოუი, იაკუბუ, რობერტსი (ყველა ბლექბერნი)
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 20-8; კარში დარტყმა: 20-9 (5-6); თამაშგარე: 0-4; ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 22 786

ქუინზ პარკი-ჩელსი 1:0
ქუინზ პარკი (4-4-2): კენი - ლ. იანგი, ჰოლი, ა. ფერდინანდი, ჰილი - ბარტონი, დერი (82. მეკი), ფაურლინი, რაიტ ფილიპსი - ტაარაბტი (61. სმიტი), ჰელგიუსონი.
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ბოსინგვა, ლუიზი, ტერი, ე. კოული - მეირელეში (73. მალუდა), მიკელი, ლემპარდი - სტარიჯი (35. ივანოვიჩი), დროგბა, მატა (45. ანელკა).
გოლები: 1:0 ჰელგუსონი (10-პენ)
გაფრთხილება: დერი, ბარტონი - მიკელი, ლემპარდი, ივანოვიჩი, ლუიზი, მეირელეში, ე. კოული
გაძევება: ბოსინგვა (33-ჩელსი), დროგბა (41-ჩელსი)
კუთხური: 0-6; ჯარიმა: 17-24; კარში დარტყმა: 8-9 (3-2); თამაშგარე: 4-0; ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 18 050

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული