ჩემპიონთა ლიგაში "ბაიერნთან" შეხვედრაში შეცვლაზე გამოსვლაზე უარის თქმით, ფეხბურთელმა რობერტო მანჩინის ნდობა დაკარგა.
ამის გარდა არგენტინელს კლუბმა ორი კვირის ხელფასის ოდენობის ფულადი ჯარიმა დააკისრა. "ქალაქელები" ყველანაირად ცდილობენ ფორვარდი გუნდიდან გაუშვან, ამისთვის "სიტის" ბოსებმა მისი სატრანსფერო ფასის დაკლებაზეც არ თქვეს უარი.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში "მანჩესტერ სიტი" მზად იყო ტევესი 40 მილიონ ფუნტად გაეყიდა. არგენტინელის გადაბირების მთავარმა პრეტენდენტმა "კორინთიასმა" ვერ შეძლო ამხელა თანხის გადახდა. ამჟამად ბრაზილიური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონს იხდის.
"სიტიმ"
მომზადებულია Daily Telegraph-ის მიხედვით