ბალოტელი და უკანა ეზო

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ექსტრავაგანტური თავდამსხმელი, 21 წლის იტალიელი მარიო ბალოტელი თავისი მდიდრული სახლის უკანა ეზოს მიადგა და ბაღი რბოლის ტრასად აქცია. მავანმა წყარომ ინგლისურ ტაბლოიდებს ამბავი მიუტანა:

"მარიო სპორტის ნამდვილი გიჟია. მისთვის სულერთია, ფეხბურთს თამაშობს, ცურავს, კარატეში ვარჯიშობს თუ ძიუდოს ილეთებს ამუშავებს. კვადროციკლით კი ის სწრაფად მართვის მოთხოვნილებასაც იკმაყოფილებს. ის კორპუსიდან კერძო სახლში გადაბარგდა და გაილაღა. ეზო აკლებული აქვს, თუმცა, ჯერჯერობით მეზობლებისგან არავის უჩივლია. ის დიდი ბავშვია, მის მეგობარ გოგონას, რაფაელას კი ეს ამბავი საერთოდ არ აწუხებს".

უბანი, რომელშიც ბალოტელი გადასახლდა
მდიდრულია და მისი წინა საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებით ხალხი ერთმანეთის თავზე არ ცხოვრობს. აქ, მეზობლებს ერთმანეთისგან დიდი მანძილი აშორებთ და მარიოსაც შეუძლია თავის ეზოში იგიჟოს, რამდენიც უნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული