ეს თანხა ევროებში 34,36 მილიონს უდრის. ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ ცდილობენ „მეთოფეები“ პოდოლსკის გადაბირებას. მათ თავიანთი გამოკვეთილი ვარსკვლავის, 28 წლის ჰოლანდიელი რობინ ვან პერსის წასვლისა ეშინიათ. მოგეხსენებათ, ჩრდილოლონდონელებისა და ვან პერსის ხელშეკრულებას ვადა წელიწადნახევარში გაუდის და თუ ახალი კონტრაქტი უახლოეს პერიოდში არ გაფორმდება, ფორვარდი, რომელსაც ამ სეზონში გოლი გოლზე გააქვს, „ემირეიტ სთედიუმს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობება.
პოდოლსკი „კიოლნში“ თამაშობს. 2004
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"