ჯერარდს გოგო გაუჩნდა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ვეტერანმა ვარსკვლავმა, 31 წლის სტივენ ჯერარდმა და მისმა მეუღლე ალექსმა მესამე ქალიშვილის დაბადების ამბავი გამოაცხადეს. როგორც ჯერარდების ოჯახის წარმომადგენელმა განაცხადა, ბავშვი დღის 4 საათზე მოევლინა ქვეყანას.

მერსისაიდელთა ვარსკვლავი მშობიარობას ესწრებოდა, თუმცა განსაკუთრებული სანერვიულო არ ჰქონია, რადგან ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დედაც და ახაშობილიც თავს შესანიშნავად გრძნობენ.

როგორც მოგახსენეთ, წყვილს ორი ქალიშვილი უკვე ჰყავდა. უფროსი გოგონების სახელებია ლილი-ელა და ლექსი. უფროსი შვიდი წლისაა, ხოლო უმცროსი ხუთის. ახალშობილს ლუდრისი დაარქვეს. ინგლისური ტაბლოიდები წერენ, რომ ცნობილ ადამიანთაგან ჯერარდები სულაც არ არიან პირველები,
რომელთაც თავიანთ შვილს ეს სახელი დაარქვეს. იგივე სახელი თავის შვილს პირველად, 1996 წელს პოპ მომღერალმა მადონამ დაარქვა. კიდევ, ლუდრისი ქალაქია საფრანგეთში, სადაც ყოველდღიურად უამრავი ქრისტიანი ჩადის, რადგან გადმოცემის თანახმად იქ, 1858 წელს, 14 წლის ღარიბ გოგონას ღვთისმშობელი გამოეცხადა.

ჯერარდების ოჯახის წარმომადგენელმა განაცხადა:

"სტივენი და ალექსი მილოცვებისთვის მადლობას იხდიან და მას-მედიას სთხოვენ დასაწყისისთვის მათი ოჯახის წევრთა სიმყუდროვე არ დაარღვიონ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მალაადეც ღმერთმა ჯანმრთელი გაუზარდოს.
ariel sharoni
12:20 03-11-2011
0
კაი ბიჭი კაი ყოჩაღ ბრავო ჯნმრთელობაში
ariel sharoni
12:22 03-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული