მიონხენგლადბახის "ბორუსიას" უნიჭიერესი გარემარბის, მარკო როისის მსურველთა რაოდენობა იზრდება. რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, რომ 22 წლის ნახევარმცველის შეძენა ლონდონის "არსენალს" უნდა, რაც გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. ახლა კი, გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის გადაბირება "მანჩესტერ სიტიმაც" მოისურვა.
"მარკო როისს დიდი ხანია ვაკვირდებით. დასამალი არაფერია: მე ის ძალიან მომწონს, - აცხადებს "ბილდთან" საუბარში "სიტის" შეფ-სკაუტი მარკ რიჯი და იქვე დასძენს, - როისი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელია."
მარკოს "გლადბახთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მის ხელშეკრულებაში ჩადებულია
პუნქტი, რომლის მიხედვითაც როისს მიონხენგლადბახიდან წასვლა მანამდეც შეუძლია. კერძოდ, 2012 წლის ზაფხულში "გლადბახმა" თავისი "მარგალიტი" 18 მილიონ ევროდ უნდა დათმოს, 2013 წლის ზაფხულში 15 მილიონად, 2014 წლის ზაფხულში კი - 12 მილიონად. "სიტის" კი ფული არ უჭირს. შეგახსენებთ, რომ როისით მიუნხენიც "ბაიერნიცაა" დაინტერესებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"