სერ ალექსი BBC-ს არ ურიგდება

AutoSharing Option
ტელეკომპანია BBC-მ ინგლისის პრემიერლიგის მესვეურებს თხოვნით მიმართა - ეგებ რამენაირი ზეგავლენა მოახდინოთ ალექს ფერგიუსონზე, რომელიც მატჩისშემდგომი ინტერვიუების ბოიკოტირებას აგრძელებს.

საქმე ისაა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" შოტლანდიელი დამრიგებელი 2004 წლის მერე ხსენებული ტელეკომპანიის წარმომადგენლებს აღარ ესაუბრება, რისი მიზეზიც BBC-ს მიერ დოკუმენტური ფილმის "მამა და შვილი"-ს გადაღება ყოფილა. ამ ტელეფილმში მოთხრობილია სერ ალექსის ვაჟის, საფეხბურთო აგენტის ჯეისონ ფერგიუსონის საქმიანობის შესახებ. "ფერგიმ" ტელეკომპანიისგან მობოდიშება მოითხოვა, მაგრამ ამაოდ...

ამ სეზონში ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ ყველა მწვრთნელს BBC-ს ეთერში მატჩისშემდგომი ინტერვიუების მიცემა დაავალა და ყოველ უარზე ათასგირვანქიანი ჯარიმა
დააწესა. მაგრამ ფერგიუსონზე ვერც ამ ზომამ იმოქმედა – სქოთი სპეციალისტი უმსხვილესი მედიაკორპორაციის კორესპონდენტებთან ურთიერთობას ძველებურად უარობს.

საინტერესოა, რომ ამ საკითხში "მანჩესტერ იუნაიტედის" მეპატრონეები თავისი მწვრთნელის მხარს იჭერენ და მზად არიან, 60 ათას გირვანქა სტერლინგს მიღწეული ჯარიმაც საკუთარი ჯიბიდან დაფარონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული