ფერგის ხმაც - ინგლისს

AutoSharing Option
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ინგლისში ჩატარების იდეას "არსენალის" ფრანგი თავკაცის არსენ ვენგერის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონიც გამოექომაგა.

"ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის ინგლისში უბრალოდ განუსაზღვრელი შესაძლებლობები არსებობს – სტადიონებითა და საწვრთნელი ბაზებით დაწყებული და ფეხბურთისადმი ინგლისელების სიყვარულით დამთავრებული. ინგლისში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვა მთელი პლანეტის მოსახლეობისთვის დაუვიწყარ მოვლენად იქცევა. ჩემი ხმა – ინგლისს", - თქვა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული