"იტალიის ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო და ურთულესია, რის გამოც სერია A-ში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. ფაქტია, რომ ფორმაში ვიქნები და პროგრესსაც განვიცდი, რაც მეც გამომადგება და ხორვატიის ნაკრებსაც," - აცხადებს ოლიჩი "ტუტოსპორტისთვის"
ხორვატი თავდამსხმელი იმასაც ამბობს, რომ ყველაზე მეტად რომის "ლაციოში" თამაშის პერსპექტივა ხიბლავს, რადგან იქ მისი მეგობარი, ექს-ბაიერნელი მიროსლავ კლოზე თამაშობს, რომელიც ოლიჩს თურმე ყოველდღე ურეკავს და "ლაციალეზე" მხოლოდ კარგ ამბებს უყვება. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, ოლიჩზე რომაული კლუბის ხელმძღვანელებიც ფიქრობენ და "ბაიერნისთვის" ოფიციალურ მიმართვასაც ამზადებენ.
აღსანიშნავია, რომ მიუნხენურ გრანდს ოლიჩის იანვარში გაშვება არ უნდა, რადგან ასეთ შემთხვევაში ახალი თავდამსხმელი დასჭირდება - თანაც ისეთი, რომელიც სათადარიგოთა სკამზე უნდა დაჯდეს. ოლიჩმა "ტუტოსპორტს" ისიც უთხრა, დიდ ხელფასს არ მოვითხოვ, ფული ისედაც ბევრი მაქვს, ახლა კი ჩემთვის ყველაზე მთავარი სათამაშო პრაქტიკააო. ამ სეზონში ოლიჩმა ბუნდესლიგის მხოლოდ შვიდ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. რეკორდმაისტერში მას მარიო გომესის სახით ფაქტობრივად უძლეველი კონკურენტი ჰყავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"