ელოდეთ ხმაურს ხმაურიანისგან

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა "მანჩესტერ იუნაიტედს" და მის ქომაგებს გული ატკინა - ინგლისის ჩემპიონთა "ხმაურიან მეზობელზე", "მანჩესტერ სიტიზე" თქვა ევროლიგას მოიგებსო.

თავად "ტოტენჰემი", მოგეხსენებათ, თავიდანვე ამ, მეორეხარისხოვან ევროშეჯიბრებაში მონაწილეობდა და მაინც და მაინც გულს არ უდებდა - გუშინდელ თამაშამდე, მაგალითად, საქმე ისე მიიყვანა, რომ პლეი-ოფში გასასვლელად თავად "შემროკისთვის" უნდა მოეგო, მაგრამ მარტო ესეც არ ყოფნიდა. კიდევ, ბერძნულ "პაოკს" რუსული "რუბინი" ექვსი გოლით უნდა გაენადგურებინა... მანჩესტერული გრანდები კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩაფლავდნენ და ევროლიგაში გადავიდნენ.

რედნაპმა თქვა: "კეთილი იყოს
მათი მიბრძანება ევროლიგაში. ზურგის ქარს ვუსურვებ. "იუნაიტედი" და "სიტი" ევროლიგაში... რა საინტერესოა, არა? ბოლო ტურში "ოლდ ტრეფორდზე" ვიყავი და ძალიან ვიხალისე "ვულვზის" ფანების სიმღერაზე "იუნაიტედის" სანახავად, ამიერიდან, ხუთშაბათობით მეხუთე არხზე გადართეთო.

ვფიქრობ, თუ მოინდომებს, ამ შეჯიბრებაში "სიტი" გაიმარჯვებს. ალექსი, ალბათ, საუკეთესო შემადგენლობით ბრძოლას არ ისურვებს, ისტლენდელებს კი შეუძლიათ ორი თანაბარი გუნდი ცვალონ. გაიხსენეთ, ორშაბათს, როგორ ეთამაშა "სიტი" "ჩელსის". ნასრი და ჯეკო სათადარიგოთა სკამზე ჰყავდა. დაუჯერებელია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული