"ტოტენჰემის" კაპიტანი დოუსონი მწყობრშია

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" 28 წლის კაპიტანი და მცველი მაიკლ დოუსონი ტრავმის შემდეგ სრულებით გამოჯანმრთელდა და "დეზების" შემადგენლობაში ვარჯიშობს.

ფეხბურთელს ნოემბერში ოპერაციის გადატანა მოუხდა, ტრავმა კი ჯერ კიდევ 9 სექტემბერს მიიღო.

"გუნდში დაბრუნება შესანიშნავი გრძნობაა. თავს კარგად ვგრძნობ, ყველაფერი რიგზეა", - თქვა დოუსონმა.

მიმდინარე სეზონში მცველმა ოთხი მატჩის ჩატარება მოასწრო, მათგან სამი შეუცვლელად ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული